ბეატრის ინგლისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეატრის ინგლისელი
წოდებები
რიჩმონდის გრაფინია
დაიბადა 24 ივნისი, 1242
ბორდო, საფრანგეთი
გარდაიცვალა 24 მარტი, 1275, (32 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) ჟან II, ბრეტანის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ექვსი შვილი
მამა ჰენრი III, ინგლისის მეფე
დედა ელეანორ პროვანსელი
რელიგია კათოლიციზმი

ბეატრის ინგლისელი (ინგლ. Beatrice of England, ფრანგ. Béatrice d'Angleterre; დ. 24 ივნისი, 1242 — გ. 24 მარტი, 1275) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ქალიშვილი. ბრეტანის ჰერცოგ ჟან II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი დაიბადა 1242 წლის 24 ივნისს ბორდოში, საფრანგეთში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ პროვანსელის შუათანა ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრივ ბეატრისის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მან დიდი სარგებელი მოუტანა ინგლისს. 1260 წელს, მისი ქორწინება ბრეტანის ჰერცოგ ჟან II-ზე, დაეხმარა ინგლისს საფრანგეთთან ალიანსის შექმნაში, რამაც რიჩმონდის ოლქი ინგლისის გვირგვინში შეიყვანა.

ბეატრისისა და ჟანის ქორწინება მამამისს, მეფე ჰენრი III-ს დაეხმარა ინგლისის სამხრეთში გაემყარებინა პოზიციები და ანგევინების იმპერიის აღდგენისათვის დაეწყო ბრძოლა. იგი ჟან II-თან ერთად იბრძოდა პუატუს შემომტკიცებისათვის, მაგრამ დამარცხდა. ბეატრისმა ასევე დიდი როლი ითამაშა ბარონთა აჯანყებისას სიმონ დე მონფორის დამარცხების საქმეში. მისმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ანგევინთა იმპერიამ არსებობა მამამისის გარდაცვალებამდე, ანუ 1272 წლამდე განაგრძო.

ბეატრისი გარდაიცვალა 1275 წლის 24 მარტს ლონდონში, 32 წლის ასაკში. მის შემდეგ ჟანს მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისსა და ჟანს სულ ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. არტურ II (1261-1312), ბრეტანის ჰერცოგი, იქორწინა ორჯერ და შეეძინა მომავალი ჰერცოგი ჟან III;
  2. ჟანი (1266-1334), რიჩმონდის გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. მარი (1268-1339), ცოლად გაჰყვა სენ-პოლის გრაფ გი IV-ს;
  4. პიერი (1269-1312), ლეონის ვიკონტი, გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;
  5. ბლანში (1271-1327), ცოლად გაჰყვა გრაფ ფილიპ არტუელს;
  6. ალიენორი (1275-1342), ფონტევროლის აბატისა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boutell, Charles (1914). The Handbook to English Heraldry. Míchigan: University of Michigan, p. 138.
  • Cannon, John y Ralph Griffiths (1988). The Oxford Illustrated History of the British Monarchy. Nueva York: Oxford University Press, p. 147.
  • Crawford, Anne (2002). Letters of Medieval Women. Grand Rapids: Sutton, p. 35.
  • French, George R. (1869). Shakespeareana Genealogica. Boston, Massachusetts: Macmillian, pp. 5-30.
  • Richardson, Douglas (2004). Plantagenet Ancestry : A Study in Colonial and Medieval Families. Boston: Genealogical Company, Incorporated, pp. 13-18.
  • The Yorkshire Archaeological Society (1905). The Yorkshire Archaeological Journal. Yorkshire: Yorkshire Archaeological Society, p. 163.