მარგარეტ ინგლისელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ინგლისელი
შოტლანდიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 დეკემბერი, 1251
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1275
წინამორბედი: მარი დე კუსი
მემკვიდრე: იოლანდ დე დრექსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1240
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 26 თებერვალი, 1275, (34 წლის)
გარდ. ადგილი: კუპარი, შოტლანდია
მეუღლე: ალექსანდრე III, შოტლანდიის მეფე
შვილები: მარგარეტი, ნორვეგიის დედოფალი
ალექსანდრე
დინასტია: პლანტაგენეტები
მამა: ჰენრი III, ინგლისის მეფე
დედა: ელეანორ პროვანსელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარეტ ინგლისელი (ინგლ. Margaret of England; დ. 29 სექტემბერი, 1240 — გ. 26 თებერვალი, 1275) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და დედოფალ ელეანორ პროვანსელის ქალიშვილი. შოტლანდიის დედოფალი 1251-1275 წლებში როგორც მეფე ალექსანდრე III-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტი დაიბადა 1240 წლის 29 სექტემბერს უინძორის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო ინგლისის მეფე ჰენრი III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეანორ პროვანსელის უფროსი ქალიშვილი. უკვე 1244 წელს, მამამისმა იგი შოტლანდიის მეფე ალექსანდრე III-ზე დანიშნა. 1251 წლის 26 დეკემბერს, იორკში შედგა მარგარეტისა და ალექსანდრე III-ის ქორწინება, რის შემდეგაც იგი შოტლანდიის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ მის მზითვს 5,000 მარკი შეადგენდა.

მათი ქორწინება მეტად უიღბლო აღმოჩნდა, რის გამოც მთელი ცხოვრება მშობლებს უჩიოდა, რომ არ შეეძლო ქმრის გვერდით ცხოვრება და რომ იგი თითქმის ტყვე იყო. ამის გამო, მარგარეტმა რამდენჯერმე თქვა დედასთან ვიზიტზე უარი. 1255 წელს ინგლისის მეფემ თავად გადაწყვიტა პირადად ჩასულიყო შოტლანდიაში და საკუთარი ქალიშვილისათვის უკეთესი პირობების შექმნა მოეთხოვა. მეფე ჰენრისთან ერთად, მარგარეტს ასევე ესტუმრნენ დედამისი ელეანორი და მისი უმცროსი და, ბეატრის ინგლისელი. ამის შემდეგ იგი რეგულარულად ჩადიოდა ხოლმე ინგლისში. 1257 წელს იგი დაესწრო თავისი ძმის, ედუარდ I-ის მეფედ კურთხევას.

ალექსანდრე III მას ნებას რთავდა, რომ როდესაც მოესურვებოდა ჩასულიყო ინგლისში, რის გამოც მან თავისი პირველი შვილი, მარგარეტი 1261 წელს სწორედ ლონდონში, უინძორის სასახლეში გააჩინა.

1275 წელს დედოფალი მარგარეტი დასნეულდა და ამავე წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა კუპარის სასახლეში, შოტლანდიაში, 34 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მეორედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვანზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარგარეტი (1261-1283), ცოლად გაჰყვა ნორვეგიის მეფე ერიკ II-ს, რომელთა ქალიშვილი მარგარეტიც გახდა შემდეგში შოტლანდიის პირველი ქალი მონარქი;
  2. ალექსანდრე (1264-1284), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. დეივიდი (1272-1281), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ashley, Mike (2002). British Kings & Queens. Carroll & Graf. ISBN 0-7867-1104-3. pgs 485 & 492
  • Tibballs, Geoff (2005). Royalty's Strangest Characters: Extraordinary But True Tales from 2,000 Years of Mad Monarchs and Raving Rulers. Chrysalis Books.
  • Marshall, Rosalind, Scottish Queens, 1034–1714
  • Richard Oram: The Kings and Queens of Scotland
  • Timothy Venning: The Kings and Queens of Scotland
  • Mike Ashley: British Kings and Queens
  • Elizabeth Ewan, Sue Innes and Sian Reynolds: The Biographical Dictionary of Scottish Women
  • Mike Ashley, The Chronicle of Lanercost 1272–1346