შინაარსზე გადასვლა

ანხელესი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანხელესი
ტაგალ. Lungsod ng Angeles
კაპამპ. Lakanbalen ning Angeles
კაპამპ. Kuliat
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა პანდანი
კოორდინატები 15°08′49″ ჩ. გ. 120°35′05″ ა. გ. / 15.1471806° ჩ. გ. 120.5847333° ა. გ. / 15.1471806; 120.5847333
დაარსდა 1796
ფართობი 60.27 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 146 მეტრი
მოსახლეობა 462 928 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 45
საფოსტო ინდექსი 2009
ოფიციალური საიტი http://angelescity.gov.ph/
ანხელესი (ქალაქი) — ფილიპინები
ანხელესი (ქალაქი)

ახნელესი (ოფიციალურად ქალაქი ანხელესი; ფილ: Lungsod ng Angeles) ― პირველის კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ცენტრალური ლუსონის რეგიონში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 462 928 ადამიანს შეადგენს.

პოლიტიკურად ანხელესი პამპანგის პროვინციისგან დამოუკიდებელია, თუმცა სტატისტიკური დანიშნულებით, ხშირად პროვინციასთან ერთად აჯგუფებენ.

ქალაქის სახელწოდება წარმოდგება ესპანური El Pueblo de los Ángeles-დან, რაც „ანგელოზთა ქალაქს“ ნიშნავს. სახელწოდება დაკავშირებულია მის მფარველ წმინდანებთან Los Santos Ángeles Custodios (მფარველი ანგელოზები) და დამფუძნებელთა, დონ ანხელ პანტალეონ დე მირანდას სახელთან.

ქალაქს ჩრდილოეთიდან მაბალაკატი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― მეხიკო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― სან-ფერნანდო, სამხრეთიდან ― ბაკოლორი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და დასავლეთიდან ― პორაკი. ადმინისტრაიცულად ქალაქი პამპანგის დამოუკიდებელია, თუმცა პროვინციის კომერციული და ფინანსური კერის ფუნქციას ასრულებს.

ანხელესს კლარკის საერთაშორისო აეროპორტი და კლარკის თავისუფალი საპორტო ზონა ემსახურება.[2][3][4]

ქალაქი მანილადან 83 კმ-ით, ხოლო პროვინციული დედაქალაქიდან, სან-ფერნანდოდან 17 კმ-ითაა დაშორებული.

კკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ანხელესი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქში ორი სეზონი გამოიყოფა: მშრალი სეზონი, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება და წვიმის სეზონი, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. 1953-1991 წლებში ქალქის ყველაზე დაბალი საშუალო დღიური ტემპერატურა 22.6 °C, ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო დღიური ტემპერატურა 31.3 °C იყო. ყველაზე თბილი თვე ივნისია, ხოლო ყველაზე ცივი ― იანვარი და თებერვალი. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 026.8 მმ-ია. ტაიფუნები ქალაქს ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომაზე უახლოვდება აღმოსავლეთიდან. 1974 წლის 28 ნოემბერს ქალაქს ტაიფუნი ირმა დაატყდა თავს; 1978 წლის 27 ოქტომბერს ― ტაიფუნი რიტა; 1981 წლის 24 ნოემბერს კიდევ ერთი ტაიფუნი ირმა; 1988 წლის 25 ოქტომბერს ― ტაიფუნი რიუბი; 1991 წლის 15 ივნისს კი ― ტაიფუნი იუნია, რასაც პინატუბოს ამოფრქვევაც მოჰყვა. 1972 წლის ივლისში ცენტრალურ ლუსონზე მთელი თვის მანძილზე გადაუღებლად წვიმდა და ანხელესის ვაკის მახლობლად ნალექების მაჩვენებელმა 2 440 მმ შეადგინა.[5][6]

ანხელესის პოლიტიკური რუკა

ანხელესი 33 ბარანგაიდ იყოფა.

ანუნასის ბარანგაიში კორეა-თაუნია განლაგებული. ბარანგაი ქალაქის ერთ-ერთი მზარდი ცენტრია, სადაც მსუბუქი მრეწველობა ვითარდება, როგორიცაა, რატანის წარმოება, ხის დამუშავება და სხვ. ბალიბაგოს ბარანგაი ანხელესის გასართობი ცენტრია. ქალაქის უდიდესი სავაჭრო ცენტრი მალაბანიასის ბარანგაიში მდებარეობს. ანხელესის სავაჭრო ცენტრს პამპანგისა და სან-ნიკოლაის ბარანგაები წარმოადგენენ, სადაც უამრავი ბაზარია განთავსებული. ქალაქის სამთავრობო კომპლექსი პულუნგ-მარაგულის ბარანგაიშია განლაგებული. კომპლექსი მოიცავს ქალაქის მერიას, ქალაქის იუსტიციის სახლსა და სხვა სამთავრობო შენობა-ნაგებობებს.

სანტო-როსარიოს ბარანგაი ქალაქის პობლასიონია. ბარანგაიში ანხელესის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ნამუშევრებია წარმოდგენილი, მათ შორის, პამინტუანის სასახლე, მუზეუმი, უნივერსიტეტი, ტაძარი და სხვ.[7][8] ფართობის მიხედვით ანხელესის უდიდესი ბარანგაია საპანგბატო. ბარანგაის ფართობი 104 694 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 11 262 ადამიანს შეადგენს. საპანგბატო კლარკის თავისუფალი საპორტო ზონის მახლობლად მდებარეობს და ქალაქის უმაღლესი წერტილია.

ფესტივალისთვის მზადება ბალიბაგოს რაიონში, 2009 წელი

ანხელესში ოქტომბერში ორი მთავარი კათოლიკური ფესტივალი იმართება. საზღვაო ფიესტა 1646 წელს ესპანური ფლოტის ნიდერლანდურ საზღვაო ძალებზე გამარჯვების აღსანიშნავად იმართება. ადგილობრივთა წარმოდგენით, ესაპნელებმა მარიამ ღვთისმშობლის წყალობით გაიმარჯვეს.[9] ასპუს ფიესტაზე პამპანგის ყველა კუთხიდან მიედინებიან მლოცველები, რათა აპუს აკლადამას ეწვიონ.[10]

ქალაქის მახლობლად აშშ-ის ბაზისა და თავისუფალი საპორტო ზონის არსებობის გამო, ბევრი ამერიკელი სამუდამოდ დასახლდა ამ ტერიტორიებზე,[11] განსკაუთრებით, ბალიბაგოს რაიონში, ამიტომაც ანხელესში ექსპატრიატთა დიდი კოლონია ჩამოყალიბდა. ამერიკული კოლონიური მმართველობის პერიოდში (1898-1946) ფილიპინებში 800 000-ზე მეტი ამერიკელი დაიბადა.

ანხელესის კულტურული მემკვიდრეობის რაონი

ანხელესი გასტრონომიული ტურიზმის დანიშნულების ადგილია და ხშირად „ფილიპინების კულინარიის დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ. ქალაქი კაპამპანგანური სამზარეულოს კერაა. ყველაზე ცნობილი კერძი სისიგია, რომელიც ღორის ხორცისგან მზადდება.[12][13] ქალაქში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის, პამინტუანის სასახლე, ისტორიული და სოციალური კვლევების მუზეუმი, ანხელესის ტაძარი, რომელიც ფილიპინების ეროვნული მუზეუმის მიერ მნიშვნელოვან კულტურულ საკუთრებადაა აღიარებული. ანხელესი კლარკის თავისუფალ საპორტო და სპეციალურ ეკონომიკურ ზონაშია მოქცეული.[14]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანხელესის დაძმობილებული ქალაქებია:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. A-Z Group Ltd. A-Z World Airports Online – Philippines airports – Pres Diosdado Macapagal International Airport (CRK/RPLC). Azworldairports.com. ციტირების თარიღი: 2012-10-08
  3. Clark Field Special Economic & Freeport Zone, Angeles City, Pampanga Philippines. TravelPH.com. Manila Forwarders Travel and Tours. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-22. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  4. moneysense. (1 April 2008) Best places to live. MoneySense. ციტირების თარიღი: 2012-10-08
  5. Clark International Airport Pampanga Climatological Normal Values. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. ციტირების თარიღი: 31 December 2020
  6. Clark International Airport Pampanga Climatological Extremes. Philippine Atmospheric, Geophysical and Astronomical Services Administration. ციტირების თარიღი: 31 December 2020
  7. The Largest Universities in the Philippines. Adlsu.com (2 April 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-09. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  8. „Angeles endeavors heritage zone dev't“. Manila Bulletin. 12 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2013. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  9. Holy Rosary Catholic Church Angeles City. rcf.usc.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-18. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-04-28. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  11. The Bagelboy Club of the Philippines – History of the Bagelboy Club. Thebagelboyclub.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-25. ციტირების თარიღი: 2021-11-09.
  12. Supetran, Bernard (5 December 2020). „35 emerging property hotspots“. Philippine Daily Inquirer (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2 January 2021.
  13. „Angeles to push gastro-tourism to sustain biz“. Manila Standard (ინგლისური). 4 September 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 2 January 2021.
  14. „Your summer getaway spots in Clark“. BusinessMirror. 5 May 2019. ციტირების თარიღი: 2 January 2021.
  15. Las Vegas, Angeles City: Sister cities. Today (20 February 1997). ციტირების თარიღი: 2012-03-05
  16. „Seo District, Daegu, Angeles City: Sister cities“. SunStar. Today. 6 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  17. „Angeles, San Fernando cities come 'full circle'. SunStar. Sun.Star Pampanga. 7 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  18. Angeles, Valenzuela ink sisterhood agreement. Philippine Information Agency (30 January 2012). ციტირების თარიღი: 2012-03-05