ბაიბაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბაიბაი
Baybay City Hall.jpg
A Place of Discovery, Beauty and Serenity
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 10°41′00″ ჩ. გ. 124°48′00″ ა. გ. / 10.68333° ჩ. გ. 124.80000° ა. გ. / 10.68333; 124.80000
დაარსდა 1620, 1910 და 16 ივნისი, 2007
ფართობი 459.30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 114 მეტრი
მოსახლეობა 109 432 (1 აგვისტო, 2015)[1] [2]
სატელეფონო კოდი 53
საფოსტო ინდექსი 6521
ოფიციალური საიტი http://baybaycity.gov.ph
ბაიბაი — ფილიპინები
ბაიბაი

ბაიბაი (ოფიციალურად ქალაქი ბაიბაი; სებ: Dakbayan sa Baybay; ვარ: Syudad han Baybay) — პირველი კლასის ქალაქი ლეიტეს პროვინციაში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. ქალაქის მოსახლეობა 109 432 ადამიანს შეადგენს.

ბაიბაის ფართობი 45 934 ჰექტარია და ორმოკის შემდეგ უდიდესი ქალაქია ლიეტეს პროვინციაში. წარსულში ბაიბაი ლეიტეში უდიდესი ქაალქი იყო მოსახლეობის რაოდენობით და მეორე ადგილზე იყო ფართობის მიხედვით, აბუიონგის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ბაიბაიანონზე საუბრობს, რომელიც ვისაიანური ენაა და სებუანური ენისგანაც და ვარაიული ენისგანაც განსხვავდება.[3]

ბაიბაი ლეიტეს ცენტრალური დასავლეთ სანაპიროს მთავარი პორტია, სადაც ბორნები სებუდან და სხვა კუნძულებიდანაც ჩადიან. ქალაქში მდებარეობს ბაიაბის საზოგადოებრივი ტერმინალი, რომელიც ტაკლობანს, ორმოკს, მაასინს, მანილას, დავაოსა და ლეიტეს, სამხრეთ ლეიტესა და სამარის სხვა ქალაქებს ემსახურება.

ბაიბაბი უმეტესწილად სასოფლო-სამეურნეო ქალაქია. მოსახლების დიდ ნაწილს ფერმერები და მეთევზეები შეადგენენ, ნაწილი კი მონადირეობას მისდევს. ქალაქში ძირითადად ბრინჯი, სიმინდი, ხილი და ბოსნტენული მოჰყავთ. ქალაქში წამყვანი დარგებია ხისა და ბამბუკის ავეჯის, კერამიკული ნიმუშების, კაბების, კონსერვების, ბოჭკოების, ჭილობების, ლითონებისა და ფილიპინური ავეჯის წარმოება.

ბაიბაიში მდებარეობს ვისაიასის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის ჩასვლა ბაიბაიში

ბაიბაის დასავლეთიდან კამოტესის ზღვა, ჩრდილოეთიდან — ალბუერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — ინოპაკანის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბურაენი, კა-პასი და მაკართური, აღმოსავლეთით — ხავიერი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით აბუიოგი და მაჰაპლაგი ესაზღვრება.

კორონასის კლიმატის კლასიფიკაციით ბაიბაი IV კლიმატურ ზონას მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად წვიმიანია და მკვეთრად გამოხატული სეზონები არ ახასიათებს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში რელიეფი მთიანია და დასავლეთით სანაპიროსკენ დაბლდება. სასოფლო-სამეურნეო ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ფერმერები და მეთევზეები შეადგენენ. მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, ხილი და ბოსტნეული. ქალაქში განვითარებულია ბამბუკისა და ხის ავეჯის, კერამიკული ჭურჭლის, კონსერვეის წარმოება და სხვ.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიბაი იყოფა 92 ბარანგაიდ, რომელთაგანაც 23 პობლაკიონში მდებარეობს. 68 ბარანგაის სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიბაის საკანონმდებლო ორგანოს შენობა

ბაიბაის მკვიდრებს ბაიბაიანონებს უწოდებენ. მოსახლეობის თითქმის 90% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ბაიბაის მოსახლეობის უმეტესობა ბოჰოლანოსა და სებუანურ ენებზე საუბრობს, რომლებზეც ვარაიული ენების გავლენა იგრძნობა. ქალაქის ძირძველი მოსახლეები ბაიბაიანონზე საუბრობდნენ, სანამ აქ ბოჰოლანურ და სებუანურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობა დამკვიდრდებოდა.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო წარმოადგენს, რომელიც ქალაქის სამართავ განკარგულებებს შეიმუშავებს. საბჭო ერთპალატიანი ორგანოა და 10 დეპუტატის, ex officio-ებისა და სექტორული წარმომადგენლებისგან შედგება. საქალაქო საბჭოს ვიცე-მერი თავმჯდომარეობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს მერის უფლებამოსილებებსაც ითავსებს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისაიასის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შენობა

ბაიბაი ლეიტეს დასავლეთ სანაპიროს ბიზნეს და ინდუსტრიული კერაა. ქალაქის სანაპირო პრომენადა ყველაზე ხშირად მონახულებადა ადგილია, განსაკუთრებით ღამით. ქალაქში არაერთი ფესტივალი იმართება: ტიგბავანონის ფესტივალი ყოველწლიურად იანვრის მეორე შაბათს პლარიდელის ბარანგაიში აღინიშნება და წმინდა ნინიოს ეძღვნება. სხვა ფესტივალების მსგავსად ტიგბავანონის ფესტივალზე პლარიდელის ბარანგაის ისტორია და ყოფითი სცენები ცოცხლდება. ჰალარანის ფესტივალი სანტო-როსარიოს ბარანგაიში ყოველი წლის ოქტომბერში იმართება. სირონგის ფესტივალი პომპონანის ბარანგაიში ივნისის მე-13 დღეს იმართება.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიბაიში მთავარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვისაიასის სახელმწიფო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულება სასოფლო-სამეურნეო კვლევების სფეროში. ვისაიასის რეგიონში იგი ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელსაც ფილიპინების ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული ძეგლის სტატუსს ანიჭებს.

ბაიბაიში 71 დაწყებითი სკოლა მდებარეობს, რომელთაგანაც 3 პობლაკიონში, 68 კი სასოფლო-სამეურნეო სივრცეებში მდებარეობს. საშუალო სკოლებს შორის აღსანიშნავია: ბაიბაის ეროვნული საშუალო სკოლა, ბანაჰაოს, ბიტანჰუანის, ბუნგის, კარიდადის, სიაბუს, პლარიდელის, პომპონანის, მაილჰის, მაკინჰასის ეროვნული საშუალო სკოლები და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.psa.gov.ph/sites/default/files/attachments/hsd/pressrelease/R08.xlsx
  2. 2015 Census of the Philippines
  3. Carl Rubino. 2005. Utudnon, an Undescribed Language of Leyte დაარქივებული 2015-05-13 საიტზე Wayback Machine. . In Hsiu-chuan Liao and Carl R. Galvez Rubino (eds.), Current Issues in Philippine Linguistics and Anthropology: Parangal kay Lawrence A. Reid, 306-336. Manila, Philippines: Linguistic Society of the Philippines and SIL Philippines.
  4. Welcome to the City of Baybay. "https://www.vigattintourism.com". ციტირების თარიღი: January 29, 2019.