შინაარსზე გადასვლა

ბოგო (სებუ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოგო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Anonang Norte, Anonang Sur, Banban, Binabag, Bungtod (pob.), Carbon (pob.), Cayang, Cogon (pob.), Dakit, Don Pedro Rodriguez, Gairan, Guadalupe, ლა-პასი, La Purisima Concepcion (pob.), Libertad, Lourdes (pob.), Malingin, Marangog, Nailon, Odlot, Pandan (Pandan Heights), Polambato, Sambag (pob.), San Vicente (pob.), Santo Niño, Santo Rosario (pob.), Siocon, Sudlonon და Taytayan
კოორდინატები 11°01′00″ ჩ. გ. 124°00′00″ ა. გ. / 11.01667° ჩ. გ. 124.00000° ა. გ. / 11.01667; 124.00000
დაარსდა 1850
ფართობი 103.52 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18 მეტრი
მოსახლეობა 88 867 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 32
საფოსტო ინდექსი 6010
ოფიციალური საიტი http://www.cityofbogocebu.gov.ph/
ბოგო (სებუ) — ფილიპინები
ბოგო (სებუ)

ბოგო (ოფიციალურად ქალაქი ბოგო; სებ. Dakbayan sa Bogo; ტაგალ. Lungsod ng Bogo) ― მეექვსე კლასის შემადგენელი ქალაქი სებუს პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 88 867 ადამიანს შეადგენს.

ბოგოსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პლებისციტი 2007 წლის 16 ივნისს ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 97.82%-მა ბოგოსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. ბოგო სებუს პროვინციის მეექვსე შემადგენელი ქალაქი გახდა.[2]

ქალაქად გამოცხადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 16 ივნისს ბოგოს მუნიციპალიტეტი №9390 რესპუბლიკური აქტის რატიფიცირების შემდეგ სებუს პროვინციის ქალაქად გამოცხადდა.

2008 წლის 18 ნოემბერს ფილიპინების ქალაქების ლიგის პეტიციის საფუძველზე ბოგოსა და სხვა 15 ქალაქის ქალაქად გამოცხადება უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. 2009 წლის 22 დეკემბერს ბოგო და სხვა 15 მუნიციპალიტეტი კვლავ ქალაქად გამოცხადდა. 2010 წლის 23 აგვისტოს 16 ქალაქი კვლავ რეგულარულ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. საბოლოოდ, 2011 წლის 15 თებერვალს ბოგოსა და დანარჩენ ქალაქებს ქალაქების სტატუსი მიენიჭათ.

ბოგო პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სებუს მთავარ კუნძულზე მდებარეობს. ბოგო ქალაქ სებუდან 101 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის ფართობი 103.5 კმ²-ია, რაც კუნძულ სებუს ფართობის 2.3%-ს და სებუს პროვინციის 2.1%-ს იკავებს.

ქალაქს ჩრდილოეთიდან მედელინი ესაზღვრება, დასავლეთიდან ― სან-რემიხიო, აღმოსავლეთიდან ― კამოტესის ზღვა, ხოლო სამხრეთიდან ― ტაბოგონი.

ბოგო 29 ბარანგაისგან შედგება.

ჰავის მონაცემები — ბოგო (სებუ)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 28 29 29 30 30 30 29 29 29 29 29 29 29
საშუალო დაბალი °C 22 22 22 23 25 25 25 25 25 24 24 23 24
საშუალო ნალექი (მმ) 78 57 84 79 118 181 178 169 172 180 174 128 1 598
წვიმიანი დღეები საშუალოდ 16.7 13.8 17.3 18.5 23.2 26.5 27.1 26.0 26.4 27.5 24.6 21.0 268.6
წყარო: Meteoblue [3]

ადგილობრივი მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, რომელიც მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი კარლო ხოსე ა. მარტინესია, ხოლო ვიცე-მერი ― მარიო სიელო ა. მარტინესი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია ხანისე ს. სალიმბანგონი.

ქალაქ ბოგოს მერიის ინაუგურაცია 2013 წლის 19 აპრილს შედგა, პრეზიდენტ ბენინიო აკინოს მიერ.[4] იმავე წლის 8 ნოემბერს სებუს ჩრდილოეთ ნაწილს სუპერტაიფუნი იოლანდა, იგივე ტაიფუნი ჰაიანი დაატყდა თავს.[5][6] ტაიფუნმა იოლანდამ ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად გაანადგურა, ხოლო მოსახლეობის 90% უსახლკაროდ დარჩა. ტაიფუნმა ქალაქის მერიაც დააზიანა: სახურავი გადასძვრა, ფფანჯრები დაიმსხვრა და შენობის სხვა ნაწილებიც დაზიანდა.[7]

წმინდა ვინსენტ ფერერის ეკლესია

ბოგოში ყოველწლიურად ორი ფიესტა აღინიშნება, რომლებიც ქალაქის მფარველ წმინდანს ეძღვნება. ქალაქის ოფიციალური ფიესტა წმინდა ვინსენტ ფერერის გარდაცვალების აღსანიშნავად ყოველწლიურად 5 აპრილს იმართება. ფესტივალი ძირითადად რელიგიურ ღონისძიებებს აერთიანებს და პილიგრიმები ბოგოს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. ქალაქის ყველაზე დიდი დღესასწაული 26-27 მაისს იმართება. პინტოსის (პინტოსი ადგილობრივი დელიკატესია, რომელიც სიმინდისგან მზადდება) ფესტივალი ქუჩის ცეკვების ფესტივალია, რომელშიც ბოგოს ყველა ბარანგაი მონაწილეობს.[8]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგოს ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია: წმინდა ვისენტე ფერერის აკლდამა, ბოგოს ქალაქის მერია, ბოგოს პარკი, საჯარო ბიბლიოთეკა და მუზეუმი და კაპიტანსილიოს კუნძული, რომელიც წყალქვეშ ყვინთვის ადგილებითა და შუქურითაა გამორჩეული. კაპიტნასილიოს შუქურა 1905 წელს აშენდა და ფილიპინების 27 მთავარ შუქურას შორის ერთ-ერთია.[9][10]

ცნობილი პიროვნებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილ ბოგოელებს შორის აღსანიშნავი არიან: გაბრიელ ელორდე (1935-1985) ― პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ წონაში;[11] მარსელო ფერნანი (1927-1999) ― ფილიპინების რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე და ფილიპინების სენატის პრეზიდენტი; სელესტინო მარტინესი ― ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის კანონის ავტორი;[12] ვინა მორალესი (შერონ გარსია მაგდაიაო, დ. 1975) ― ფილიპინელი მომღერალი, მსახიობი და მოდელი; ნიელ მურილიო (ორლანდო მურილიო IV, დ. 1999) ― ფილიპინელი მომღერალი; პედრო როდრიგესი (1869-1932) ― ფილიპინების ასამბლეის ერთ-ერთი პირველი წევრი და ბოგოს მუნიციპალური პრეზიდენტი;[13]

  • Bogo Online, Eufrosino Ursal Luna (26 November 1965), Don Pedro Rodriguez - Grand Old Man of Bogo DON PEDRO LAZALA RODRIGUEZ - 1869-1932: The Bogo Hero., http://www.reocities.com/bogocebu/donpedro.html. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი 2021 დაარქივებული 29 June 2010[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  • Philippine Daily Inquirer, Jolene Bulambot (18 June 2007). „Comelec affirms Bogo is now 6th city of Cebu“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2014. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  • Philippine Star, Louis Bacani (7 November 2013). „MONSTER TYPHOON GROWS STRONGER; 10 areas in Visayas under signal no.4“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 November 2013.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Philippine Daily Inquirer 2007.
  3. Bogo: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 10 May 2020
  4. Media ng Bayan, Eddie O Barrita (19 April 2013). „PNoy to campaign for local bets in Cebu on Friday, to open Bogo's P250M city hall“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი 2021.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  5. Philippine Star 2013.
  6. Yolanda hits northern Cebu – CNN iReport დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. , CNN News. Retrieved 8 May 2014.
  7. Devastation in Northern Cebu, Philippines დაარქივებული 2014-11-04 საიტზე Wayback Machine. , Sunstar Daily. Retrieved on 2 January 2014.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2021-11-14.
  9. Sánchez Terry 1992
  10. Rowlett 2016
  11. Manila Standard Today, Ronnie Nathanielsz (8 September 2013). „Remembering one of the greatest The Flash Elorde story“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2014. ციტირების თარიღი: 14 January 2015.
  12. RA7160 1991.
  13. Bogo Online 1965.