მალოლოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალოლოსი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Look 1st
კოორდინატები 14°50′37″ ჩ. გ. 120°48′41″ ა. გ. / 14.84361° ჩ. გ. 120.81139° ა. გ. / 14.84361; 120.81139
ფართობი 67.25 კმ²
მოსახლეობა 261 189 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 44
საფოსტო ინდექსი 3000
ოფიციალური საიტი http://www.maloloscity.gov.ph/
300
300

მალოლოსი (ოფიციალურად ქალაქი მალოლოსი; ტაგ: Lungsod ng Malolos) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და ბულაკანის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 252 074 ადამიანს შეადგენს.[2] მალოლოსი პროვინციული დედაქალაქია და შესაბამისად, ქალაქში პროვინციული მთავრობის რეზიდენციაა განთავსებული.[3]

მალოლოსი მანილიდან 45 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი კუნძულ ლუსონზე ბულაკანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ცენტრალური ლუსონის რეგიონში (III რეგიონი) მდებარეობს.

1898 წელს მანოლოსში, ბარასოაინის ეკლესიაში საკონსტიტუციო კრება შეიკრიბა, რის შემდეგაც მალოლოსის კონვენცია მიიღეს, რომლის საფუძველზეც ფილიპინების პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ამ დროს მალოლოსის საკათედრო ტაძარი საპრეზიდენტო სასახლის ფუნქციასაც ასრულებდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1571 წლის 14 ნოემბერს მარტინ დე გოიტიმ მალოლოსსა და კალუმპიტს მიაღწია, რის შესახებაც მიგელ ლოპეს დე ლეგასპის აცნობა. გენერალ-გუბერნატორის გადაწყვეტილებით კალუმპიტსა და მალოლოსს ენკომიენდის სტატუსი მიენიჭათ და მათ მმართველებად სენრჟანტი ხუან მორონი (ზოგიერთ დოკუმენტში მორონესი) და დონ მარკოს დე ჰერერა დაინიშნენ.[4] ისინი იმ პირველ კონკისტადორებს შორის იყვნენ, რომლებიც ლეგასპისთან ერთად 1565 წელს ჩავიდნენ ფილიპინებში.

1572 წლის 5 აპრილს მალოლოსისა და კალუმპიდის ენკომიენდები გაერთიანდა და მორონისა და ჰერერის მიერ იმართებოდა. იმავე წელს Alcadia de Calumpit ჩამოყალიბდა, რომელიც მაკაბებეს, კანდაბისა და აპალიტის ტერიტორიებსა და მეიტოს, პანდუკოტის, მეისულაოსა და მალოლოსის დასახლებებსაც მოიცავდა. 1575 წლის 28 დეკემბერს გენერალ-გუბერნატორის, ფრანსისკო სანდეს გადაწყვეტილებით კალუმპიტის შემადგენლობაში ჰაგონოიც შევიდა.

ფილიპინების რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალოლოსის კონგრესი 1899 წელს

მალოლოსი ისტორიული ადგილია. 1898 წელს სწორედ აქ მოეწერა ხელი საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ფილიპინების პირველი რესპულიკა, აზიაში პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის მეთაურიც ემილიო აგინალდო გახდა. 1898-1899 წლებში მალოლოსი ქვეყნის დედაქალაქი იყო. 1899 წელს, მალოლოსის კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ მალოლოსში ფილიპინების სამეცნიერო ლიტერატურული უნივერსიტეტი დაარსდა. 1898 წლის 25 ოქტომბერს მალოლოსში სამხედრო აკადემია (ფილიპინებში პირველი სამხედრო სკოლა) გაიხსნა.

მალოლოსის ბრძოლის (1899) შემდეგ ამერიკული შეიარაღებული ძალების გამარჯვების შემდეგ ქვეყნის დედაქალაქად კვლავ მანილა გამოცხადდა. 1901 წლის 27 თებერვალს ფილიპინების კომისიის მიერ 88-ე საჯარო კანონის მიღების შემდეგ დედაქალაქი ოფიციალურად გადავიდა მანილაში. მალოლოსი ბულაკანის პროვინციის დედაქალაქად გამოცხადდა.

უახლესი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულაკანის პროვინციული კაპიტოლიუმი მალოლოსში

1998 წლის 30 ივნისს მალოლოსში პრეზიდენტ ჯოზეფ ესტრადას ინაუგურაცია გაიმართა. პრეზიდენტის ნამდვილი გვარი ეჯერსიტოა, რაც ეჯერსიტოების შთამომავლობაზე მიუთითებს, რომლებიც მალოლოსის ადგილობრივი მკვიდრები იყვნენ.

მალოლოსი ქალაქად 1999 წლის 4 ნოემბერს, 8754-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ გამოცხადდა. 1999 წლის 18 თებერვალს გამართული პლებისციტის შემდეგ მოსახლეობამ ქალაქის სტატუსის მიღებას მხარი არ დაუჭირა, რასაც ქალაქად გამოცხადების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებებიც მოჰყვა. კონგრესის წევრებმა: ვილჰელმინო ალვარადომ და მაიორმა როქემ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა, რათა პლებისციტის შედეგები გადაეხედათ.[5] საარჩევნო კომისიამ ხმები ხელახლა გადათვალა და აღმოაჩინა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქის სტატუსი მიღებას ემხრობოდა.

2008 წლის 28-30 ივლისს ქალაქმა ფილიპინურ-ესპანური ურთიერტობების პირველ ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის თემა იყო: „ფილიპინურ-ესპანური ურთიერთობები: საერთო ისტორიისა და კულტურის გაზიარება“.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალოლოსის გუბერნატორის რეზიდენცია

მალოლოსის ჩრდილო-დასავლეთით კალუმპიტის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, ჩრდილოეთით — პლარიდელი, აღმოსავლეთით — გიგინტო, დასავლეთით — პაომბონგ, ხოლო სამხრეთით — მანილის ყურე.[6]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორონას კლიმატური კლასიფიკაციით მალოლოსი I ტიპის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, რომელშიც მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრადაა გამოხატული. წვიმების სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე, ხოლო მშრალი სეზონი დეკმებრიდან მაისამდე გრძელდება. ოქტომბრიდან იანვრამდე ქალაქში ჩრდილო-დასავლეთის მუსონები ქრის, თებერვლიდან აპრილამდე კი აღმოსავლეთის ქარები, თუმცა მათ სიერა-მადრეს მთები ეღობება, რის გამოც თავისუფალ ცირკულაციაში ხელს უშლის და ამ პერიოდში ქალაქში ნალექები თითქმის არ შეინიშნება. სამხრეთ-დასავლეთის მუსონები მაისიდან სექტემბრამდე ქრის. ძლიერ ქარებთან ერთად პროვინციაში ნალექების უხვი რაოდენობა ფიქსირდება.[6]

ბარანგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალოლოსი 51 ბარანგაიდ იყოფა. მათი საერთო ფართობი 7 725 ჰექტარია და სასოფლო-სამეურნეო, კომერციული,ინდუსტრიული დანიშნულების მიწებს, საცხოვრებელ სივრცეებს, მდინარეთა აუზებს, სათევზაო გუბურებსა, მარშებსა და გზებს მოიცავს. ბარანგაების დასახლებების ნაწილი ფილიპინური ხეების სახელწოდებებს შეესაბამება, ხოლო ნაწილს მფარველი წმინდანების სახელები ჰქვიათ.[7][8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region III (Central Luzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved June 20, 2016.
  3. NSCB – 2003 Factsheet – One City and Eleven Barangays Created. Nscb.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-11. ციტირების თარიღი: 2012-03-09.
  4. The Spaniards' First 50 Years in the Philippines, 1565-1615 - A Sourcebook. ციტირების თარიღი: 2013-08-15
  5. Former Mayor Roque to Donate Cityhood Documents (October 26, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2009. ციტირების თარიღი: 2012-03-09.
  6. 6.0 6.1 City Government of Malolos - Basic Socio Economic and Demographic Data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 11 January 2018.
  7. Total Population, Household Population and Number of Households by Province, City, Municipality and Barangay: as of May 1, 2000. Philippine Statistics Authority (May 1, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 15, 2009. ციტირების თარიღი: June 14, 2009.
  8. Total Population by Province, City, Municipality and Barangay as of August 1, 2007. Philippine Statistics Authority (August 1, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2009. ციტირების თარიღი: June 14, 2009.