მუნტინლუპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნტინლუპა
ტაგალ. Muntinlupa
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Alabang, Ayala Alabang, Bayanan, Buli, Cupang, Poblacion, Putatan, Sucat და Tunasan
კოორდინატები 14°23′00″ ჩ. გ. 121°03′00″ ა. გ. / 14.38333° ჩ. გ. 121.05000° ა. გ. / 14.38333; 121.05000
ფართობი 39.75 კმ²
მოსახლეობა 543 445 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1770–1777[2] , 1780[2] და 1799[2]
ოფიციალური საიტი http://www.muntinlupacity.gov.ph/
300
300

მუნტინლუპა (ოფიციალურად ქალაქი მუნტინლუპა; ტაგ: Lungsod ng Muntinlupa) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 504 509 ადამინია.

მაღალურბანიზებული ქალაქს[3] ჩრდილოეთიდან ტაგიგი, ჩრდილო-დასავლეთიდან — პარანიაკე, დასავლეთით — ლას-პინიასი, სამხრეთ-დასავლეთით — ბაკოორი და დასმარინასი, აღმოსავლეთით — სან-პედრო და ლაგუნა-დე-ბაი, ქვეყნის უდიდესი ტბა ესაზღვრება. მუნტინლუპას „ზურმუხტის ქალაქად“ მოიხსენიებენ.[4] იგი ასევე ცნობილია როგორც „კალაბარსონის კარიბჭე“, რადგანაც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქია.

მუნტინლუპაში მდებარეობს New Bilbild Prison, სადაც ყველაზე სახიფათო კრიმინალები ჰყავთ დამწყვდეული. ქალქში მდებარეობს აიალა ალაბანგის სოფელიც, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ძვირი საცხოვრებელი სივრცე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს: პირველი ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელი ნიადაგის თხელ ზედა ფენასთანაა დაკავშირებული. მეორე ვერსიით, ადგილობრივი ესპანელებს შეკითხვაზე, თუ რა ერქვა მათ საცხოვრებელ ადგილს, შეცდომით პასუხობდნენ „Monte sa Lupa“. სავარაუდოდ, ადგილობრივებს ეგონათ, რომ ესპანელები მათ ბანქოს ერთ-ერთ თამაშზე ეკითხებოდნენ. მესამე ვერსიის თანახმად, ამ ტერიტორიის ტოპოგრაფიული მახასიათებლების გამო, ტერმინი Monte (მთა) მუნტინლუპა-მდე (მთიანი მიწა) გაგრძელდა. 1897 წლის ფილიპინების კონსტიტუციის თანახმად, ქალაქის სახელი გამოითქმის როგორც მუნტინგლუპა, ანცვლად მუნტინლუპისა.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისაიასის კუნძულებზე პორტუგალიელი ზღვაოსნის, ფერნანდო მაგელანის ჩამოსვლიდან 88 წლის შემდეგ, 1601 წელს მუნტინლუპის მიწები ავგუსტინელი ბერების დაქვემდებარებაში გადავიდა. 1869 წელს მიწები სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში გადავიდა. მახლობელი ბარიოების მოსახლეობის ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ მოსაქცევად დონ ედუარდო დე კანისარესის რეკომენდაციით ალაბანგის, ტუნსანის, სუკატისა და სუპაგის სიტიოები ერთ მუნიციპალიტეტში გააერთიანეს. 1898 წლის 6 აგვისტოს, ფილიპინების რევოლუციის დროს ქალაქი ესპანელთა წინააღმდეგ რევოლუციურ მთავრობას უჭერდა მხარს.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წლის 25 ნოემბერს ამერიკული რეჟიმის დროს მუნტინლუპა ლაგუნის პროვინციის შემადგენლობაში შეიტანეს. მუნტინლუპის მოსახლეობაამ უკმაყოფილება გამოთქვა და ქალაქის თავის, მარსელო ფრესნედის ხელმძღვანელობით გუბერნატორს პეტიციით მიმართეს, რათა ქალაქი რისალის პროვინციის შემადგენლობაში დაებრუნებინათ. 1905 წლის 22 მარტს 1308-ე აქტის თანახმად, მუნტინლუპა რისალის პროვინციაში დაბრუნდა და პატეროსთან ერთად ტაგიგის შემადგენლობაში შევიდა.

1975 წლის 7 ნოემბერს, პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის მიერ ხელმოწერილი 824-ე საპრეზიდენტო დეკრეტის შესაბამისად, მუნტინლუპა რისალის პროვინციიდან ახლად შექმნილი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემადგენლობაში შევიდა.[6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნტინლუპის ხედი ღამით

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქს ჩრდილოეთიდან ტაგიგი, ჩრდილო-დასავლეთიდან — პარანიაკე, დასავლეთით — ლას-პინიასი, სამხრეთ-დასავლეთით — ბაკოორი და დასმარინასი, აღმოსავლეთით — სან-პედრო და ლაგუნა-დე-ბაი ესაზღვრება. მუნტინლუპას ხმელეთი ძირითადად დაბლობებს მოიცავს, აღმოსავლეთით ტბის გასწვრივ მცირე დახრილობით. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მცირე სიმაღლის ბორცვები მდებარეობს, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 60 მეტრამდე და უფრო მაღალია სამხრეთ-დასავლეთით.

ქალაქის ბიზნეს რაიონს ალაბანგი ეწოდება, სადაც მუნტინლუპის უმაღლესი შენობა-ნაგებობები მდებარეობს. აქ მდებარეობს ალაბანგის ფერმა. ლაგუნა-დე-ბაის მახლობლად მიწის ხელახლა ათვისების სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ქალაქის სამომავლო განვითარებას ისახავს მიზნად. მშრალი სეზონი დროს ტბაში წყლის დონე იკლებს და ფერმერული საქმიანობისთვის შესაბამისი ნიადაგი ჩნდება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი მაისში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. წვიმების სეზონის პიკი აგვისტოშია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. ნალექები საშუალო წლიური რაოდენობა 2014.8 მმ-ია. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისია (420 მმ), ხოლო ყველაზე მშრალი — აპრილი (26.9 მმ). უმაღლესი ტემპერატურა აპრილსა და მაისშია (34 გრადუსი ცელსიუსი), ხოლო ყველაზე დაბალი — იანვარსა და თებერვალში (24 გრადუსი ცელსიუსი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 https://www.phlpost.gov.ph/zip-code-search.php
  3. Philippine Republic Act No. 7926. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: December 11, 2008.
  4. Muntinlupa City. Department of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 27, 2013. ციტირების თარიღი: December 19, 2012.
  5. Based on the 1987 constitution of the Republic of the Philippines, it is spelled as Muntinglupa (instead of Muntinlupa).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-16. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  6. Presidential Decree No. 824 November 7, 1975. Creating the Metropolitan Manila and the Metropolitan Manila Commission and for Other Purposes. Arellano Law Foundation (November 7, 1975). ციტირების თარიღი: July 10, 2020.