კალოოკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კალოოკანი
Aacaloocanjf.JPG
დროშა
Flag of Caloocan City.png

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°39′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. / 14.65000° ჩ. გ. 120.96667° ა. გ. / 14.65000; 120.96667
მმართველი ოსკარ მალაპიტანი
დაარსდა 1815
ფართობი 55.80 კმ²
მოსახლეობა 1 583 978 (1 აგვისტო 2015)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1400–1413 და 1420–1428
ოფიციალური საიტი http://www.caloocancity.gov.ph
300
300

კალოოკანი (ოფიციალურად ქალაქი კალოოკანი; ტაგ: Lungsod ng Caloocan) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით, კალოოკანის მოსახლეობა 1 583 978 ადამიანს ითვლის და ქვეყანაში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

ქალაქი იყოფა ორ გეოგრაფიულ ნაწილად, რომელთა საერთო ფართობიც 5 333.4 ჰექტარია. თავდაპირველად კალოოკანი სამხრეთ ლუსონის რეგიონში, რისალის პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. დღეისთვის ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მესამე რაიონში (კამანავა) შედის მალაბონთან, ნავოტასთან და ვენესუელასთან ერთად.

სამხრეთ კალოოკანს მანილა, კესონი, მალაბონი, ნავოტასი და ვენესუელა ესაზღვრება. კომერციული და ინდუსტრიული აქტივობებისა და საცხოვრებელი ზონების კომბინირების გამო კალოოკანი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ჩრდილოეთ რაიონის მთავარი ურბანული ცენტრია.[3] ჩრდილოეთ კალოოკანის საზღვარი კესონთან, ვენესუელასთან, მარილაოსთან, მეიკაიანთან და სან-ხოსე-დე-მონტესთან მდებარეობს. ქალაქის ეს ნაწილი ძირითადად საცხოვრებელ ზონას უკავია და ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები შედარებით ნაკლებად გვხვდება.[3]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალოოკანი ტოპონიმია, რომელიც ტაგალური ენიდან, kalook-lookan (ან kaloob-looban) წარმოდგება და „ცენტრალურ ტერიტორიას“ ნიშნავს. საუბრისას ქალაქს კალოოკანად მოიხსენიებენ, თუმცა სახელის წარმოთქმის შერეული ვერსიებიც არსებობს. წარმოთქვის სახესხვაობები დაკავშირებულია 1970-იან წლებთან, როდესაც მუნიციპალურმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ქალაქის დეპარტაპემტებს დასახელებაში Kalookan უნდა გამოეყენებინათ.[4][5]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალოოკანი იყოფა ორ ტერიტორიად, რომლის მთლიანი ფართოიც 53.334 კმ²-ია. სამხრეთ კალოოკანის ფათობი 13.625 კმ²-ია და სამხრეთით მანილა, აღმოსავლეთით — კესონი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით კი ქალაქები: მალაბონი, ნავოტასი და ვენესუელა ესაზღვრება. ჩრდილოეთ კალოოკანის ფართობი 39.709კმ²-ია და სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით კესონი, სახრეთ-დასავლეთით — ვენესუელა, ხოლო ჩრდილოეთით — მარილაო, მეიკაიაიანი და სან-ხოსე-დელ-მონტე ესაზღვრება.[6]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კალოოკანი, სადაც ქალაქის კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია განთავსებული, ვაკე და ადვილად ხელმისაწვდომ მიწაზეა განფენილი. ფერდობების დახრილობა 0-3%-ს შორისაა. ტოპოგრაფია თანდათანობით იცვლება რბილიდან საშუალო დახრილობის ფერდობებამდე ჩრდილოეთ ლუსონის მაგისტრალამდე, სადაც ფერდობების დახრილობა 3-დან 18%-მდე მერყეობს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 35 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო ყველაზე დაბლა მდებარე წერტილი, დაგატ-დაგატი ზღვის დონიდან 0.993 მეტრზე მდეაბრეობს.[7]

ჩრდილოეთ კალოოკანი საშუალო დახრილობის ფერდობების მქონე ტოპოგრაფიით გამოირჩევა. ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში 3-დან 18%-მდე დახრილობაა, რომელიც სამხრეთისკენ თანდათანობით მცირდება. მთავარ გზებთან სიახლოვის გამო, ინდუსტრიული და საცხოვრებელი ზონების დიდი ნაწილი სწორედ დაბლობ ნაწილში მდებარეობს.[7]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კალოოკანის ბარანგაიები დასახელებებთან ერთად
ჩრდილოეთ კალოოკანის ბარანგაიები დასახლებებთან ერთად

2015 წლის აღწერით, კალოოკანის მოსახლეობის რაოდენობა 1 583 978 ადამიანს ითვლის და ფილიპინებში მოსახლეობის რაოდენობით მეოთხე ადგილზეა. სამხრეთ კალოოკანის (1-დან 64 ბარანგაიმდე) მოსახლეობის რაოდენობა 585 091 ადამიანია, ხოლო ჩრდილოეთ კალოოკანის (165-ე ბარანგაიდან 188-ე ბარანგაიმდე) — 998 887 ადამიანი. კალოოკანის ნაწილების დამოუკიდებელ ქალაქებად განხილვის შემთხვევაში, 2015 წლის მოსახლეობის რაოდენობით, ჩრდილოეთ კალოოკანი მოსახლეობის რაოდენობით მე-4, ხოლო სამხრეთ კალოოკანი — მე-17 ადგილზე იქნება.

კალოოკანის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი (28 387 ადამიანი კვადრატულ კილომეტრზე) ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მოსახლეობის სიმჭიდროვეს აღემატება.[8]

ქვეყნის 238 საკანონმდებლო რაიონიდან კალოოკანის პირველი საკანონმდებლო რაიონი ყველაზე დიდია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[9]

მოსახლეობის უმრავლესობა ფილიპინურ და ინგლისურ ენებზე საუბრობს, თუმცა დიდი ნაწილი სხვა ენებსა და დიალექტებზეც მეტყველებს.

ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, კალოოკანის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიაც რომაული კათოლიციზმია. ქალაქში მდებარეობს ქრისტეს ეკლესია და სხვა პროტესტანტული ტაძრებიც, როგორიცაა კალოოკანის ღმერთის ტაძარი, რომელიც ბაესაში მდებარეობს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალოოკანის მეათე გამზირი ცნობილია მოტოციკლეტებითა და მათი ნაწილებით ვაჭრობით. მთავარ და ცნობილ ქუჩებს შორისაა პ. ზამორის ქუჩა და ა. მაბინის ქუჩა. ქალაქში მდებარეობს არაერთი ბანკის ოფისები, მათ შორის: Banco de Oro-ს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ბანკის, მეტრობანკის, ჩაინაბანკის, ფილიპინების კუნძულების ბანკისა და სხვ.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარანგაიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალოოკანი 188 ბარანგაისგან შედგება და 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა: Samson Road და EDSA. პირველი საკანონმდებლო რაიონი მოიცავს 70 ბარანგაის: 1-4, 77-85 და 132-188 ბარანგაიებს, ხოლო მეორე საკანონმდებლო რაიონი 188 ბარანგაისგან შედგება: 5-76 და 86-131 ბარანგაიებისგან.[6] ქალაქი ბარანგაიებისთვის ჰიბრიდურ სისტემას იყენებს და მათ 16 ზონად ჰყოფს. „ზონური სისტემა“ კალოოკანის გარდა მხოლოდ მანილასა და პასაიშია. ზონა ერთი რაიონის შიგნით ბარანგაიების ჯგუფია. მართალია, ზონა ადგილობრივი მმართველობის ერთეულად მიიჩნევა, თუმცა ხალხი ზონის ლიდერს არ ირჩევს, როგორც ეს ბარანგაის კაპიტნის ან ადგილობრივი არჩევნების დროსაა, რადგანაც ზონები მხოლოდ სტატისტიკური მიზნით გამოიყოფა. ბარანგაის უმრავლესობას რიცხვები აქვს, მხოლოდ მცირე ნაწილს (ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში) აქვს დასახელებები. სამხრეთ კალოოკანის ბარანგაიები უფრო პატარებია, ვიდრე ჩრდილოეთ კალოოკანისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2015 Census of the Philippines
  2. https://www.psa.gov.ph/sites/default/files/attachments/hsd/pressrelease/NCR.xlsx
  3. 3.0 3.1 Comprehensive Land Use Plan Report, City of Caloocan (1995-2020) - Free Download PDF.
  4. „Confusion over spelling: Caloocan or Kalookan?“. The Manila Times. October 19, 2004. ციტირების თარიღი: April 2, 2020.
  5. Samonte, Severino (December 6, 2018). „Which is which, Caloocan or Kalookan?“. Philippine News Agency. ციტირების თარიღი: April 2, 2020.
  6. 6.0 6.1 History2.[მკვდარი ბმული]
  7. 7.0 7.1 Climate change action plan (PDF) (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-17. ციტირების თარიღი: 2020-11-09. ციტირების თარიღი: 2020-07-11
  8. Philippine Population Density (Based on the 2015 Census of Population). Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  9. Population Counts by Legislative District (Based on the 2015 Census of Population). ციტირების თარიღი: 6 December 2016