შინაარსზე გადასვლა

სებუ (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი სებუ
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Adlaon, Agsungot, Apas, Bacayan, Banilad, Binaliw, Budla‑an (Pob.), Busay (Pob.), Cambinocot, Camputhaw, Capitol Site (Pob.), Carreta, Cogon Ramos (Pob.), Day‑as, Ermita (Pob.), Guba, Hipódromo, Kalubihan (Pob.), Kamagayan (Pob.), Kasambagan, Lahug (Pob.), Lorega (Lorega San Miguel), Lusaran, Luz, Mabini, Mabolo, Malubog, Pahina Central (Pob.), Pari‑an, Paril, Pit‑os, Pulangbato, Sambag I, Sambag II, San Antonio (Pob.), San Jose, San Roque, Santa Cruz (Pob.), Sirao, T. Padilla, Talamban, Taptap, Tejero (Villa Gonzalo), Tinago, Zapatera, Babag, Basak Pardo, Basak San Nicolas, Bonbon, Buhisan, Bulacao, Buot-Taup Pardo, Calamba, Cogon Pardo, Duljo (Pob.), Guadalupe, Inayawan, Kalunasan, Kinasang‑an Pardo, Labangon, Mambaling, Pahina San Nicolas, Pamutan, Pardo (Pob.), Pasil, Pung‑ol-Sibugay, Punta Princesa, Quiot Pardo, San Nicolas Central, Sapangdaku, Sawang Calero (Pob.), Sinsin, Suba Pob. (Suba San Nicolas), Sudlon I, Sudlon II, Tabunan, Tagbao, Tisa, To‑ong Pardo და Central (Pob.)
კოორდინატები 10°17′35″ ჩ. გ. 123°54′07″ ა. გ. / 10.29306° ჩ. გ. 123.90194° ა. გ. / 10.29306; 123.90194
დაარსდა 1565 და 24 თებერვალი, 1937
ფართობი 315.00 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135 მეტრი
მოსახლეობა 964 169 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 32
საფოსტო ინდექსი 6000
ოფიციალური საიტი https://cebucity.gov.ph
სებუ (ქალაქი) — ფილიპინები
სებუ (ქალაქი)

სებუ (ოფიციალურად ქალაქი სებუ; სებ: Dakbayan sa Sugbo; ტაგ: Lungsod ng Cebu; ესპ: Ciudad de Cebu) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქეი კუნძულ სებუზე, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მისი მოსახლეობა 922 611 ადამიანს უდრის და ფილიპინებში მე-5, ხოლო ვისაიასის რეგიონში ყველაზე დასახლებული ქაალქია.

სებუ ცენტრალური ვისაიასის რეგიონული და სებუს პროვინციის სამთავრობო ცენტრია, თუმცა პროვინციისგან დამოუკიებლად იმართება. ქალაქი ვისაიასის რეგიონში კომერციის, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრია. სებუ ფილიპინების მთავარი შიდა საზღვაო საპორტო ქალაქია, სადაც ქვეყნის ადგილობრივი გადამზიდი კომპანიების 80% ახორციელებს ოპერაციებს.

ქალაქი კუნძულ სებუს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი სებუს აგლომერაციის ცენტრია, რომელშიც ქალაქები: კარკარი, დანაო, ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, ნაგა და ტალისაი და მუნიციპალიტეტები: კომპოსტელა, კონსოლაციონი, კორდოვა, ლილოანი, მინგლანილა და სან-ფერნანდო შედის. 2015 წლის აღწერით, სებუს აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა 2 849 213 ადამიანია, რითიც მოსახლეობის რაოდენობით ფილიპინებში უდიდესი აგლომერაციაა ეროვნული დედაქალაქის რეგიონის შემდეგ.[2]

სებუ ქვეყნის უძველესი ქალაქია. ის ესპანელთა პირველი დასახლება და ფილიპინების პირველი დედაქალაქი იყო. დღეისთვის ფილიპინების „მეორე ქალაქია“. მიიჩნეავა შორეულ აღმოსავლეთში ქრისტიანობის დაბადების ადგილად.[3][4][5][6]

სებუს ჩრდილოეთიდან ბალამბანი და დანაო, დასავლეთიდან — ტოლედო, აღმოსავლეთიდან — ლაპუ-ლაპუ, მანდაუე, კონსოლაციონი, კომპოსტელა და ლილოანი, ხოლო სამხრეთით — ტალისაი ესაზღვრება. სებუ სამჯერ მოხვდა Condé Nast Traveler-ის სიაში, 2016, 2017 და 2019 წლებში.

სახელწოდება „სებუ“ წარმოდგება სებუანური ენიდან: sibu ან sibo, რაც ვაჭრობას ნიშნავს და sinibuayng hingpit-ის შემოკლებული ვერსია („სავაჭრო ადგილი“). ქალაქს ანტიკურ ეპოქაში სუგბუ ეწოდებოდა და სახელწოდებაც ამ ქალაქის ნავსადგურის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. XIII-XVI საუკუნეებში ვაჭრები ქალაქს სებუს, სიბიუს, ზუბუსა და ზებუსაც უწოდებდნენ.[7] სუგბუ ან სიგბო ძველი სებუანური ენიდან წარმოდგება და „დიდ ცეცხლს“ ნიშნავს.[8][9]

ესპანელთა ჩასვლამდე სებუ სებუს რაჯანატის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც რაჯამუდა ლუმაიამ, ჩოლას დინასტიის ნახევრად მალაიზიელმა, ნახევრად ტამილმა პრინცმა დააარსა. მაჰარაჯამ იგი საექსპედიციო ძალების ბაზის დასაარსებლად გაგზავნა, თუმა იგი აჯანყდა და საკუთარი დამოუკიდებელი რაჯანატი დააფუძნა.[10] 1521 წელს პორტუგალიელი მკვლევრის, ფერნანდო მაგელანის ჩამოსვლის შემდეგ ესპანელთა კოლონიზაციის პერიოდი იწყება.[11][12]

სებუს ფართობი 315 კმ²-ია. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მანდაუე და კონსოლაციონი, დასავლეთით — ტოლედო, ბალამბანი და ასტურიასი, სამხრეთით კი — ტალისაი და მინგლანილა მდებარეობს. სებუ ქალაქ ლაპუ-ლაპუსგან მაკტანის სრუტითაა გამოყოფილი, ხოლო აღმოსავლეთით სებუს სრუტე კუნძულ ბოჰოლისგან გამოჰყოფს.

ქალაქი 80 ბარანგაისგან შედგება. ისინი ორ საკნონმდებლო რაიონში ერთიანდება: ჩრდილოეთი რაიონი 46 ბარანგაის, ხოლო სამხრეთი რაიონი 34 ბარანგაის მოიცავს.[13][14][15][16] ყველაზე დასახლებული ბარანგაიებია: გვადალუპე (>61 000), ლაჰუგი (>38 000) და ტისა (>37 000).

სებუს პოლიტიკური რუკა

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სებუ ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს. ქალაქში ხანგრძლივი წვიმიანი სეზონი და მოკლე მშრალი სეზონია, რომელიც მხოლოდ მარტიდან აპრილამდე გრძელდება. საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მცირედ იცვლება. საშუალო დღიური ტემპერატურა 27-29 °C-ია. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი კი 1 700 მმ-ს უდრის.

2007 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 799 762 ადამიანი იყო. 2010 წლისთვის მოსახლეობამ 866 171 ადამიანი შეადგინა. უახლესი აღწერით ([[2015) ქალაქის მოსახლეობა 922 611 ადამიანს გაუტოლდა. 2010 წლის აღწერით, ქალაქის უმრავლესობას სებუანური ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს.[17] ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანული აღმსარებლობისაა. რელიგიურ უმცირესობებს შორის არიან ისლამის, ინდუიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები. ქალაქში მდებარეობს სებუს ტაოისტური ტაძარი.

  • Cebu Daily News, Doris C. Bongcac & Tweeny M. Malinao. Guadalupe plebiscite scheduled on July 28 (June 22, 2012).
  • Philippine Daily Inquirer, Jose Santino S. Bunachita (January 3, 2017). „Road right-of-way costs up for BRT“. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 27, 2017.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Foreman, John (1906). The Philippine Islands. A political, geographical, ethnographical, social and commercial history of the Philippine Archipelago and its political dependencies, embracing the whole period of Spanish rule, 3rd, New York: Charles Scribner's Sons. 
  • Gonzales, Glenda R. (December 2004). „Metro Cebu: A Metropolitan Area in Need of Coordinative Body“ (PDF). Discussion Paper. 2004-49. PIDS. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — March 10, 2016. ციტირების თარიღი: February 16, 2016.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • „A 'megadome' for Cebu City: Councilor Jack“. SunStar. 16 მაისი 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 11 ივნისი 2009. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  • „Wenceslao: Banawa-Englis dream shot down“. SunStar. August 1, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2012.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Highlights of the Philippine Population 2015 Census of Population (May 19, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-31
  3. Cebu & Philippines. ციტირების თარიღი: 24 June 2016
  4. Cebu—Cradle of the Philippine Church and Seat of Far-East Christianity, International Eucharistic Congress 2016, December 4, 2014, http://iec2016.ph/wp-content/uploads/2014/12/Cebu%E2%80%94Cradle-of-the-Philippine-Church-and-Seat-of-Far-East-Christianity.pdf. წაკითხვის თარიღი: December 4, 2014
  5. Cebu Archdiocese Philippines - Archdiocese of Cebu Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2020.
  6. Aeon. (29 December 2014) 'Cradle of Christianity' or 'Seat of Christianity' in the Far East?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 24 June 2016.
  7. Welcome to Cebu – History. www.sinulog.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 14, 2008.
  8. Macachor 2011.
  9. Montebon 2000, p. 15.
  10. Montebon 2000, pp. 89–90.
  11. Philippine History – Spanish Colonization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი, 2011.
  12. information.ph 2009a.
  13. CEBU CITY NORTH DISTRICT URBAN BARANGAYS. Cebu City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
  14. CEBU CITY NORTH DISTRICT RURAL BARANGAYS. Cebu City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
  15. CEBU CITY SOUTH DISTRICT URBAN BARANGAYS. Cebu City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
  16. CEBU CITY SOUTH DISTRICT RURAL BARANGAYS. Cebu City Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 21 August 2016.
  17. Statistical Tables on Sample Variables from the results of 2010 Census of Population and Housing - Cebu.