პასაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პასაი
Pic geo photos - ph=mm=pasay=bay city skyline - aerial shot from cityland vito cruz -philippines--2015-0624--ls-.JPG
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°33′00″ ჩ. გ. 121°00′00″ ა. გ. / 14.55000° ჩ. გ. 121.00000° ა. გ. / 14.55000; 121.00000
დაარსდა 2 დეკემბერი, 1863
ფართობი 13.97 კმ²
ცენტრის სიმაღლე 21 მეტრი
მოსახლეობა 440 656 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 1300–1309
ოფიციალური საიტი http://www.pasay.gov.ph/
პასაი — ფილიპინები
პასაი

პასაი (ოფიციალურად ქალაქი პასაი; ტაგ: Lungsod ng Pasay) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მსოახლეობა 416 522 ადამიანია. ქალაქს მანილის სამხრეთით მდებარეობის გამო პასაი ამერიკულ კოლონიურ პერიოდში ქალაქად მალევე ჩამოყალიბდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1571 წლის 19 მაისს მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ მაინილის სამეფო და მისი მიმდებარე ტერიტორიები ესპანეთის ქვეშევრდომებად გამოაცხადა.

ესპანურ პერიოდში ფილიპინებში არაერთი რელიგიური ორდენი ჩავიდა. პასაის მოსახლეობის გაქრისტიანება ძირითადად ავგუსტინელთა ორდენის სახელთანაა დაკავშირებული. პასაის სამრევლონამაიანის ძველი დედაქალაქიდან, სანტა ანა დე საპადან იმართებოდა, რომელიც ფრანცისკანელთა იურისდიქციის ქვეშ იყო. 1727 წელს ავგუსტინელებმა პასაი ფორმალურად მალატის ეკლესიას დაუქვემდებარეს. იმავე წელს პასაის ესპანელი მემცენარის, დონ კორნელიო პინედას საპატივცემულოდ პინედა ეწოდა.

1862 წელს პასაის გამოჩენილმა მოქალაქეებმა სამოქალაქო და საეკლესიო პირებს პეტიცია გაუგზავნეს, რომელშიც პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას სთხოვნდნე. 1863 წლის 2 დეკემბერს მანილის არქიეპისკოპოსის, გრეგორიო მელიტონ მარტინეს სანტა კრუსის რეკომენდაციით პასაი პუებლო გახდა.

რევოლუცია და ესპანეთ-ამერიკის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების რევოლუციის დროს პასაი ესპანელების წინააღმდეგ მოძრაობაში მონაწილეობდა. ანდრეს ბონიფაციოს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის, კატიპუნანის ფრაქცია პინედაშიც არსებობდა, რომელსაც პასკუალ ვილანუევა, ხასინტო იგნასიო და ვალენტინ იგნასიო მეთაურობდნენ.

1898 წლის 12 დეკემბერს გენერალმა ემილიო აგუინალდომ ფილიპინების პირევლი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დეკრეტები გამოსცა, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის პოლიტიკური რეორგანიზება მოხდა. პასაის პირველი მუნიციპალური პრეზიდენტი (დღევანდელი მერის შესაბამისი) დონ კატალინო გახდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასაის ბარანგაები და ზონები

პასაის საერთო ფართობი 18.64 კმ²-ია[2][3] და ეროვნული დედაქალაქის რეგიონში სიდიდით მესამე ყველაზე პატარა პოლიტიკური დანაყოფია, ხოლო ქვყენის მასშტაბით — მეოთხე. ჩრდილოეთიდან მანილა ესაზღვრება, სამხრეთიდან — პარანიაკე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — მაკატი და ტაგიგი, ხოლო დასავლეთიდან — მანილის ყურე. ქალაქი იყოფა სამ სივრცედ: ურბანული სივრცე 5.505 კმ² ფართობზეა გადაჭიმული; სამოქალაქო აერონავტიკის ადმინისტრაციის კომპლექსი, სადაც ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტი და ვილამორის საჰაერო ბაზა მდებარეობს, 9.5 კმ² ტერიტორიას მოიცავს; ათვისებული მიწები მანილის ყურესთან რომლის ფარტობიც 4 კმ²-ია.[4]

პასაი შვიდი რაიონისგან შედგება. პასაი 20 ზონად იყოფა, რომლებიც საერთო ჯამში 210 ბარანგაის მოიცავს. ბარანგაებს სახელები არ აქვთ და ნომრებითაა ცნობილი. უდიდესი ზონა მე-19 ზონაა, რომლის ფართობიც 5.1 კმ²-ია და 178-191-ე ბარანგაებს მოიცავს. ყველაზე პატარა ზონა 1-ელი ზონაა, რომლის ფართობიც 10 ჰექტარია და 1-3 და 14-17 ბარანგაებს მოიცავს.[4]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით პასაი ტროპიკული სავანის კლიმატის სარტყელში მდებარეობს.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების ავიახაზების შტაბ-ბინა

პასაიში ფილიპინების ეროვნული ბანკის ფინანსურ ცენტრში ფილიპინების ავიახაზების შტაბ-ბინაა განთავსებული.[5] Spirit of Manila Airlines-ის შტაბ-ბინა კი როხასის ზღვის წინა ბაღშია განთავსებული. ნინოი აკინოს საერთაშორისო აეროპორტში PAL Express-ის, Cebu Pacific-ის, Air Juan-ის, Interisland Airlines-ის შტაბ-ბინები მდებარეობს.[6][7] წასახემსებლების კომპანია Oishi-ს (Liwayway) შტაბ-ბინაც პასაიშია განლაგებული.[8]

პასაიში განთავსებულაი ეროვნული სამთავრობო ოფისებიც: ფილიპინების სენატი, საგარეო საქმეთა დეპარტამენტი, ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სამოქალაქო აერონავტიკის საბჭო, მანილის საერთაშორისო აეროპორტის სააგენტო, ფილიპინების ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი და მუშათა ჯანდაცვის, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოების ოფისი და სხვ. პასაიში მდებარეობს ფილიპინების ეროვნული ბანკის მთავარი ოფისი.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასაის მერიის შენობა

პასაის ქალაქის მერი, ვიცე-მერი და ქალაქის საბჭოს წევრები მართავენ. მერი ქალაქის უმაღლესი აღმასრულებელი შტოს წარმომადგენელია, ხოლო საბჭო — საკანონმდებლო შტოს. ვიცე-მერი დროებითი ვაკანსიის დროს ქალაქის მერის პასუხისმგებლობების შესრულების გარდა, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს წევრია. საკანონმდებლო ორგანო 12 რეგულარული (თითოეულ რაიონზე 6 წარმომადგენელი) წევრის, ახალგაზრდების კონსულისა და ბარანგაების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული.[9]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პასაიში 18 საჯარო დაწყებითი სკოლა და 8 უმაღლესი სკოლა მდებარეობს. ქალაქის სკოლების განათლების დეპარტამენტი ოთხ რაიონში ფუნქციონირებს: ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ პასაიში. ქალაქში მდებაროებს ალტერნატიული სწავლების ცენტრი, მხედველობადაქვეითებულთათვის ფილიპინების ეროვნული სკოლა და სმენადაქვეითებულთათვის ფილიპინების სკოლა. პასაიში უამრავი კერძო სკოლაა, მათ შორის კათოლიკური და სამრევლო სკოლები.

დიპლომატიური მისიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონიასა და ლატვიას მუდმივი დიპლომატიური ოფისები ან საელჩოები პასაიში აქვთ განთავსებული.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Commission on Audit – Cities – NCR – Pasay City. Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: September 22, 2017.
  3. Enhancing Risk Analysis Capacities for Flood, Tropical Cyclone Severe Wind and Earthquake for the Greater Metro Manila Area Component 5 – Earthquake Risk Analysis. Philippine Institute of Volcanology and Seismology and Geoscience Australia. ციტირების თარიღი: May 16, 2016.
  4. 4.0 4.1 City Profile. asay City Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 5 December 2012.
  5. "About PAL." Philippine Airlines. Retrieved May 19, 2009.
  6. "Call Center / Guest Services / Product Ideas დაარქივებული April 1, 2010, საიტზე Wayback Machine. ." Cebu Pacific. Retrieved March 31, 2010.
  7. "Contact Information დაარქივებული October 14, 2010, საიტზე Wayback Machine. ." Interisland Airlines. Retrieved August 11, 2010.
  8. "Privacy Policy დაარქივებული April 7, 2014, საიტზე Wayback Machine. ." Oishi. Retrieved on April 5, 2014. "Liwayway Marketing Corporation 2225 Tolentino St. Barangay 129, Pasay City"
  9. Philippine Republic Act No. 7926, Articles III, IV, V. Chan Robles Virtual Law Library. ციტირების თარიღი: 11 Dec 2008.