მაკატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაკატი
Makati skyline mjlsha.jpg
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Bel-Air Village[1] , Carmona[1] , Dasmariñas Village, Forbes Park[1] და Singkamas[1]
კოორდინატები 14°33′00″ ჩ. გ. 121°02′00″ ა. გ. / 14.55000° ჩ. გ. 121.03333° ა. გ. / 14.55000; 121.03333
დაარსდა 4 ნოემბერი 1670
ფართობი 21.57 კმ²
მოსახლეობა 582 602 (1 აგვისტო 2015)[2] [3]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1200–1299
ოფიციალური საიტი http://www.makati.gov.ph
300
300

მაკატი (ოფიციალურად ქალაქი მაკატი; ტაგ: Lungsod ng Makati) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში.

მაკატი ფილიპინების ფინანსური ცენტრია. ქვეყნაში ყველაზე მეტი მრავალეროვნული და ადგილობრივი კორპორაცია სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს: მთავარი ბანკები, კორპორაციები, უნივერსალური მაღაზიები და უცხო ქვეყნების საელჩებო.[4] ფილიპინების საფონდო ბირჟის უდიდესი სავაჭო ცენტრი მაკატში, აიალის გამზირზე მდებარეობდა, სანამ საფონდო ბირჟის შტაბ-ბინას ქალაქ ტაგიგში, ბონიფაციოს გლობალურ ქალაქში გადაიტანდნენ.[5][6][7] მაკატი ცნობილია როგორც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მთავარი კულტურული და გასართობი ცენტრი.[8]

2015 წლის აღწერით მაკატის მოსახლეობა 582 602 ადამიანს უდრის. ამ მაჩვენებლით ის ფილიპინების მე-17 ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი და 41-ე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში (19 336 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე). მართალია, ქალაქის მოსახლეობა 600 000-მდეა, თუმცა ჩვეულებრივ სამუშაოს დღის განმავლობაში ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია, რადგანაც სამუშაოდ, ბიზნეს და სავაჭრო მიზნებისთვის ქალაქში დიდი რაოდენობით ფილიპინელები ჩადიან. მოძრაობა პიკის საათისა და არდადეგების დროსაა გადატვირთული.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად, მდინარე პასიგის სამხრეთით ჭაობში მცხოვრებ ტაგალოგს სტუმარმა, მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ იმ ადგილის სახელი ჰკითხა. ენის ბარიერის გამო, ადგილობრივმა შეკითხვა არასწორად გაიგო. ტაგალოგს ეგონა, რომ მოგზაური მდინარე პასიგში მიქცევაზე ეკითხებოდა და უპასუხა: Makati, kumákáti na („მიქცევა, წყლის დონე იწევს“).[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკატი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 14′40″ °-სა და აღმოსავლეთ გრძედის 121′3″ °-ს შორის, ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ცენტრში. ქალაქს ჩრდილოეთიდან მდინარე პასიგი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ქალაქი პასიგი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — პატეროსისა და ტაგიგის მუნიციპალიტეტები, ჩრდილო-დასავლეთით — ქალაქი მანილა და სამხრეთ-დასავლეთით — პასაი. მაკატის საერთო ფართობი 27.36 კმ²-ია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ქალაქი ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს. ფილიპინების სხვა ნაწილების მსგავსად, მაკატი ტროპიკებში მდებარეობს. ეკვატორთან სიახლოვის გამო ტემპერატურებს შორის სხვაობა მცირეა, ყველაზე მცირე 20 °C (68 °F), ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი 38 °C (100 °F)-ია. გარდა ამისა, ტენიანობის დონე მაღალია, რის გამოც სითბო კიდევ უფრო შესამჩნევია. მოკლე მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება, ხოლო ხანგრძლივი წვიმების სეზონი ივნისიდან დეკემბრამდე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკატი 2011 წელს
მაკატი 2011 წელს

2015 წლის მონაცემებით მაკატის მოსახლეობა 582 602 ადამიანია. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის მაკატი მეცხრეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიციზმის მიმდევარია. სხვა რელიგიურ უმცირესობებს შორის არიან: პროტესტანტები, მუსლიმანები, ინდუისტები, ბუდისტები, იუდაისტები, მორმონები და სხვ.[10]

2004-2014 წლებში ქალაქის ტრანსპორტისა და განვითარების გეგმის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა სამუშაო დღის განმავლობაში 3.7 მილიონს აღწევს. მაკატში დღის განმავლობაში სამუშაოდ, სავაჭრო და ბიზნეს მიზნებით ჩადიან.[11] დღის განმავლობაში სამუშაო ძალის მოდინების გამო მაკატს მომსახურების სფეროსთვის საკმარისი რაოდენობით სამუშაო ძალა ჰყავს, რომელთაც შიდა და საერთაშორისო მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლიათ. ქალაქი უზუნველყოფს ფართო სამომხმარებლო ბაზარს.[11] ამავდროულად, სამუშაო და სხვა ძალების მოდინება დიდად აწვება ქალაქის გარემოს, რაც ადვილად შესამჩნევია დიდი საცობების დროს არა მხოლოდ ქალაქისკენ მიმავალ მთავარ საგზაო დერეფნებსა და ქალაქის ფარგლებში, ასევე ცენტრალური ბიზნეს რაიონის პერიფერიებზეც.[11] ქალაქში ცხოვრობს იმიგრანტთა მცირე თემიც, რომლებიც ძირითადად გერმანელებით, ბრიტანელებითა და ამერიკელებითაა წარმოდგენილი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკატის მუზეუმი

ქალაქის უმთავრესი სასწავლო დაწესებულება მაკატის უნივერსიტეტია. სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორისაა: მენეჯმენტის აზიური უნივერსიტეტი, iAcademy, მაკატის დონ ბოსკოს ტექნიკური ინსტიტუტი, მაკატის წმინა პავლეს კოლეჯი და სხვ. ქალაქში მდებარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფილიალები, მათ შორის: დე ლა სალის უნივერსიტეტის, შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის, მაპუის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ფილიპინების უნივერსიტეტის ლიცეუმის და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 http://nap.psa.gov.ph/activestats/psgc/municipality.asp?muncode=137602000&regcode=13&provcode=76
  2. 2015 Census of the Philippines
  3. https://www.psa.gov.ph/sites/default/files/attachments/hsd/pressrelease/NCR.xlsx
  4. About Makati, Philippines. Makaticity.com. ციტირების თარიღი: June 5, 2013.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  6. Makati Business Club. Mbc.com.ph. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  7. Francia, Arra B.. (February 19, 2018) At new BGC office, PSE to finally open unified trading floor en-US. ციტირების თარიღი: 2020-07-09
  8. Tourist information and services on Makati City Philippines. Touristcenter.com.ph. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  9. About Makati City in the Philippines. Makaticity.com (2012-11-28). ციტირების თარიღი: 2013-03-26.
  10. Household Population by Religious Affiliation. City Government of Makati. ციტირების თარიღი: October 1, 2013.
  11. 11.0 11.1 11.2 Daytime Population. City Government of Makati. ციტირების თარიღი: October 1, 2013.