შინაარსზე გადასვლა

მარიკინა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიკინა
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Barangka[1] , Calumpang[1] , Concepcion Uno[1] , Concepcion Dos[1] , Fortune[1] , Industrial Valley[1] , Jesus de la Peña[1] , Malanday[1] , Marikina Heights[1] , Nangka[1] , Parang[1] , San Roque[1] , Santa Elena[1] , Santo Niño[1] , Tañong[1] და Tumana[1]
კოორდინატები 14°39′00″ ჩ. გ. 121°06′00″ ა. გ. / 14.65000° ჩ. გ. 121.10000° ა. გ. / 14.65000; 121.10000
მმართველი Del de Guzman
დაარსდა 16 აპრილი, 1630
ფართობი 21.52 კმ²
მოსახლეობა 456 059 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1800–1811[3] და 1820[3]
ოფიციალური საიტი https://www.marikina.gov.ph/
300
300

მარიკინა (ოფიციალურად ქალაქი მარიკინა; ტაგ: Lungsod ng Marikina) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2015 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 450 741 ადამიანია.

მარიკინა მდებარეობს ეროვნული დედაქალაქის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვართან. ქალაქი რისალისა და კესონის პროვინციებს შორისაა მოქცეული. დასავლეთით ქალაქი კესონი ესაზღვრება, სამხრეთით — პასიგი და საინტა, ჩრდილოეთით — სან-მატეო, ხოლო აღმოსავლეთით — ანტიპოლო, რისალის პროვინციის დედაქალაქი.

ქალაქი 1630 წელს იეზუიტთა ორდენის წევრებმა მარიკინინის ნაყოფიერ ველებზე დააარსეს. მარიკინა ფილიპინების რევოლუციის დროს ფილიპინების პირველი რესპუბლიკის დროს მანილის პროვინციის პროვინციული დედაქალაქი იყო.[4] ამერიკული ოკუპაციის პერიოდში მარიკინა რისალის პროვინციის მუნიციპალიტეტი იყო. 1975 წელს კი ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა. ყოფილი სასოფლო დასახლება დღეისთვის ძირითადად საცხოვრებელი და ინდუსტრიული, კომერციული ქალაქი გახდა. მარიკინა ფილიპინებში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადგილობრივ მმართველობით ერთეულს წარმოადგენს.[5]

მარიკინაში განვითარებული ფეხსაცმლის ინდუსტრია და „ფილიპინების ფეხსაცმლის დედაქალაქის“ სახელითაც იცნობენ. ფილიპინებში წარმოებული ფეხსაცმლის 70% სწორედ მარიკინაზე მოდის.[6][7] ქალაქში მდებარეობს ფილიპინების ფეხსაცმლის საერთაშორისო ცენტრი და ფეხსაცმლის მუზეუმი, სადაც ყოფილი პირველი ლედის, ფილიპინელი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის მეუღლის, იმელდა მარკოსის ფეხსაცმლის კოლექციაცაა დაცული.[8]

მარიკინა ანტიპოლოს რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებით ჩანაწერები არ არსებობს. სამაგიეროდ, მარიკინის ბარიოების მცხოვრებლებს შორის ქალაქის სახელწოდებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ლეგენდა არსებობს:[9] ერთი ვერსიით, ხესუს დე ლა პენას ტაძრის ერთ-ერთი მშენებელი ახალგაზრდა მღვდელი მარიკინა იყო, რომელიც ამ ადგილებში ბავშვებს ნათლავდა. ქალაქს სახელი მის პატივსაცემად ეწოდა. მეორე ვერსიით, ესპანელთა ჩამოსვლამდე ქალაქში ლამაზი, თავაზიანი და ინტელიგენტი ქალი მარია კუინა ცხოვრობდა. ბიზნეს ნიჭის გამო ის მდიდარი ქალი გახდა და ქველმოქმედებას მიჰყო ხელი. საბოლოოდ ის მთელ მანილაში გახდა ცნობილი. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ესპანეთში, ბისკაიას პროვინციაში მდებარეობს ქალაქი მარიქინა-ხემეინი. ქალაქი მდინარე ჩარმანგის გასწვრივ მდებარეობს. სწორედ აქედან იყვნენ იეზუიტთა ორდენის ის წევრები, რომლებმაც ფილიპინებში ხესუს დე ლა პენას ტაძარი ააგეს. ქალაქს სახელი მათი წარმოშობის ადგილის პატივსაცემად უწოდეს. ხოლო 1901 წელს კომისარმა ტავერამ დასახელებაში ქ კ-თი შეცვალა. მუნიციპალური მთავრობის საპატიმროს ჩანაწერების მიხედვით, 1787 წელს ქალაქ მარიკიტ-ნა ეწოდებოდა, ხოლო შემდეგში მარიკინა ეწოდა. ტრინიდად პარდო დე ტავერას მიხედვით, ქალაქს სახელი ეწოდა კაპიტან ფელიქს ბერენგურ დე მარკინას პატივსაცემად.

მარიკინის პოლიტიკური რუკა

მარიკინა მდებარეობს იმავე სახელწოდების ველზე, რომელიც სამხრეთით ქალაქ პასიგისა და საინტასკენაა გადაჭიმული. აღმოსავლეთით სიერა-მადრეს მთები მდებარეობს, ხოლო დასავლეთით — ქალაქ კესონის ბორცვები. ქალაქის შუა-დასავლეთ ნაწილს მდინარე მარიკინა მიუყვება ნანგკის შენაკადით. მარიკინის მთლიანი ფართობი 21.5 კმ²-ია (დაახლოებით 2150 ჰექტარი). მარიკინას ეროვნული დედაქალაქის რეგიონის 3.42% უკავია. დღეისთვის ქალაქი 16 ბარანგაისგან შედგება. ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი ბარანგაიები ფორტიუნი, კონსეპსიონ უნო და მარიკინას სიმაღლეებია.[10]

ქალაქის სამხრეთი ნაწილი კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სივრცეებისგან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და შერეული გამოყენების ზონებისგან შედგება, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი უმეტესწილად საცხოვრებელ და ინდუსტრიულ ზონებსა და მცირე და საშუალო ბიზნეს სივრცეებს მოიცავს. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ლიოლას დიდი ვილები, სადაც მაღალი-საშუალო კლასის თემი ცხოვრობს და მდიდართა საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს. წმინდა ელენას ბარანგაის პობლაკიონის სტატუსი აქვს. დღეისთვის, ქალაქის 38% საცხოვრებელ, 19% — კომერციულ და ინდუსტრიულ, 17% — გზებს, 8% — შერეული გამოყენების სივრცეებს, 18% კი პარკებს, ღია სივრცეებს, სასამართლოებსა და სხვ. სივრცეებს უკავია.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/1380700000
  2. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  3. 3.0 3.1 https://www.phlpost.gov.ph/zip-code-search.php
  4. Brief History of Marikina. Marikina On The Go, Marikina Science High School. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 28 February 2015.
  5. „Which regions, provinces, cities are Philippines' richest?“. ABS-CBN News. ABS-CBN Corporation. 19 November 2015.
  6. „Marikina shoemakers and retailers talk about their city and their SM | Sunday Life, Lifestyle Features, The Philippine Star“. The Philippine Star. 17 April 2011. ციტირების თარიღი: 13 March 2014.
  7. Liberalization and the Value Chain Upgrading Imperative : The Case of the Marikina Footwear Industry. Dlsu.edu.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 March 2014.
  8. World's Largest Shoes. Atlas Obscura. ციტირების თარიღი: 13 March 2014.
  9. Ang Alamat ng Marikina Filipino. marikeno.com (1 September 2014). ციტირების თარიღი: 17 May 2017.
  10. [1] დაარქივებული 18 June 2004 საიტზე Wayback Machine.
  11. Marikina General Information. Marikenya.Com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 January 2014. ციტირების თარიღი: 13 March 2014.