ბატაკი
ბატაკი | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
კოორდინატები | 18°03′19″ ჩ. გ. 120°33′53″ ა. გ. / 18.0554000° ჩ. გ. 120.5648889° ა. გ. |
ფართობი | 161.06 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 65 მეტრი |
მოსახლეობა | 55 484 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 77 |
საფოსტო ინდექსი | 2906 |
ოფიციალური საიტი | http://batac.gov.ph/ |
ბატაკი (ოფიციალურად ქალაქი ბატაკი) — მეხუთე კლასის ქალაქი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 55 201 ადამიანს შეადგენს.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბატაკი ავგუსტინელებმა 1587 წელს დააარსეს. იგი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში ავგუსტინელების მიერ დაარსებული მეორე უძველესი ქალაქია. ხალხური თქმულებით, თავდაპირველად ბატაკი ორი სოფლისგან შედგებოდა. ერთ-ერთი იტნეგებით იყო დასახლებული, ხოლო მეორე - ქრისტიანებით.
9047-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით, ბატაკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციის შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა და ქალაქი ბატაკი ეწოდა. 2007 წლის 23 ივნისს გამართულ პლებისციტზე მოსახლეობამ დადგენილების რატიფიცირება მოახდინა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბატაკი კუნძულ ლუსონიდან ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-ჩინეთის ზღვიდან 11 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 470 კმ-ით, ხოლო პროვინციული დედაქალაქიდან, ლაოაგიდან 17 კმ-თაა დაშორებული. ქალაქს ბანის, კურმაოს, პაოაოს, პინილის, სარატის, მარკოსისა და სან-ნიკოლასის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.
ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბატაკი პოლიტიკურად 43 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგან 14 პობლაკიონია.
ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ცენტრში მარკოსის მუზეუმი და მავზოლეუმი მდებარეობს. მავზოლეუმში ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ცხედარია დასვენებული. ქალაქში ორი ფესტივალი იმართება: ფერმერთა და ემპანადის ფესტივალი. ფერმერთა ფესტივალი ყოველწლიურად მასისი პირველ კვირაში იმართება და უხვ მოსავალსა და ფერმერებს ეძღვნება. ემპანადის ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქის დაარსების დღეს, 23 ივნისს იმართება.
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფერდინანდ მარკოსი – ფილიპინების მეათე პრეზიდენტი (1965-1986).
გრეგორიო აგლიპაი - დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის დამაარსებელი და პირველი უზენაესი ეპისკოპოსი.
არტემიო რიკარტე – ფილიპინელი გენერალი ფილიპინების რევოლუციისა და ამერიკა-ფილიპინების ომის დროს. მიიჩნევა „ფილიპინური არმიის მამად“.
როდოლფო ბიასონი – სენატორი (1992 წლის 30 ივნისიდან 1995 წლის 30 ივნისამდე; 1998 წლის 30 ივნისიდან 2010 წლის 20 ივნისამდე).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Batac Profile at PhilAtlas.com
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|