შინაარსზე გადასვლა

კესონ-სიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კესონ-სიტი
ტაგალ. Lungsod Quezon
ინგლ. Quezon City
დროშა გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Payatas[1] , Veterans Village[1] , Batasan Hills[1] , Barangay Socorro[1] , Santa Cruz[1] , San Antonio[1] , Bagong Silangan[1] , Philam, Bagong Pag-asa, Balingasa, Bungad, Project 6 და Bagong Lipunan ng Crame
კოორდინატები 14°38′00″ ჩ. გ. 121°02′00″ ა. გ. / 14.63333° ჩ. გ. 121.03333° ა. გ. / 14.63333; 121.03333
ქალაქის მერი ფელისიანო ბელმონტე
დაარსდა 12 ოქტომბერი, 1939
ამჟამინდელი სტატუსი 1939
ფართობი 166,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17
მოსახლეობა 2 761 720 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 16 617 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +63-2
საფოსტო ინდექსი 1100–1138
ოფიციალური საიტი https://quezoncity.gov.ph/
კესონ-სიტი — ფილიპინები
კესონ-სიტი

კესონ-სიტი (ტაგალ. Lungsod ng Quezon, ინგლ. Quezon City, ესპ. Ciudad Quezón) — ქალაქი ფილიპინების კუნძულ ლუსონზე. ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი 1948 წლიდან 1976 წლამდე და ყველაზე დიდი ქალაქი ფილიპინებში. ქალაქს სახელი ეწოდა ფილიპინების თანამეგობრობის ყოფილი მეორე პრეზიდენტის მანუელ კესონის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც დააარსა ქალაქი. კესონ-სიტი არ მდებარეობს კესონის პროვინციაში, რომელმაც ასევე სახელი მიიღო ყოფილი პრეზიდენტის პატივისცემის ნიშნად. აქვეა დაკრძალული მანუელ კესონი და მისი მეუღლე, პირველი ლედი ავრორა კესონი.

ქალაქში განვითარებულია მძიმე, კვებისა და ქიმიური მრეწველობა. აქვე განთავსებულია ქვეყნის მთავარი სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საშუალო წლიური ტემპერატურაა 27,8 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 27 °C, ხოლო ივლისისა — 28,3 °C. წლის განმავლობაშ ნალექების რაოდენობაა 2167 მმ.

XX საუკუნის დასაწყისში ფილიპინების პრეზიდენტი მანუელ კესონი ოცნებობდა ქალაქზე, რომელიც გახდებოდა ფილიპინების მომავალი დედაქალაქი, რომელიც შეცვლიდა მანილას. ითვლება, რომ მეხიკოში მისმა მოგზაურობამ გავლენა მოახდინა მის გეგმებზე[2].

კესონ-სიტი ააშენეს პატარა ქალაქების ფრანცისკო-დელ-მონტეს, ნოვალიჩესისა და ბალინტავაკის ადგილზე. ქალაქ კესონ-სიტის, როგორც ქვეყნის ახალი დედაქალაქის მშენებლობის იდეა ეკუთვნის პრეზიდენტ მანუელ კესონს[3]. ახალი ქალაქის დაპროექტების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა 1938 წელს მიიღო. დედაქალაქის მანილიდან გადატანის მიზეზად მოსახლეობის გადაჭარბებული ზრდა და სამხედრო თვალსაზრისით წარუმატებელ ადგილზე, ზღვის სანაპიროზე მდებარეობა გამოცხადდა[3]. ქალაქის დაარსების თარიღად ითვლება 1939 წლის 12 სექტემბერი — თარიღი, როდესაც ძალაში შევიდა კანონი ახალი დედაქალაქის მშენებლობის შესახებ[3].

1941 წელს მიიღეს ახალი ქალაქის გენერალური გეგმა. ქალაქის ბირთვი უნდა ყოფილიყო ცენტრალური პარკი, რომლის ფართობიც იქნებოდა 400 ჰა და რომელსაც ყველა მხრიდან პროსპექტები დაუკავშირდებოდა[3].

1948 წლის 17 ივლისს კესონ-სიტი ქვეყნის ახალ დედაქალაქად გამოაცხადეს[3]. 1975 წლიდან კესონ-სიტი შედიოდა დედქალაქის რეგიონის 17 ქალაქსა და მუნიციპალიტეტს შორის. 1976 წელს ქვეყნის დედაქალაქი დააბრუნეს მანილაში. 1986 წელს კესონ-სიტი გახდა უსისხლო ყვითელი რევოლუციის ადგილი[3].

1996 წლის 18 მარტს ქალაქის კლუბ „ოზონ-დისკოში“ გაჩნდა ხანძარი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 162 ადამიანი, რომელთა შორის 150 თინეიჯერი იყო. აღნიშნული ფაქტი 2104 წლის მდგომარეობით იყო ყველაზე მსხვერპლიანი ხანძარი ფილიპინების ისტორიაში და იკავებდა მერვე ადგილს ღამის კლუბებში მომხდარ ხანძრებს შორის მსოფლიოს მასშტაბით.

1990 წელს კესონ-სიტი გახდა ქვეყნის პირველი ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. 2015 წლის აღწერის მონაცემებით, კესონ-სიტის მოსახლეობა 2 936 116 მოსახლეს შეადგენდა, რაც 1,1 მილიონით მეტია ვიდრე მანილის მოსახლეობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 https://psa.gov.ph/classification/psgc/?q=psgc/barangays/137404000
  2. QUEZON CITY BRIEF HISTORY, PHILIPPINES (Official Website of PhilTravelcenter.com – Quezon City Metro Manila, Philippines). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 September 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Brief History of Quezon’s City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2019-11-07.