ოლონგაპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°50′00″ ჩ. გ. 120°17′00″ ა. გ. / 14.83333° ჩ. გ. 120.28333° ა. გ. / 14.83333; 120.28333
დაარსდა 4 ნოემბერი, 1750
ფართობი 185.00 კმ²
მოსახლეობა 260 317 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2200
ოფიციალური საიტი http://www.olongapocity.gov.ph/
300
300

ოლონგაპო (ოფიციალურად ქალაქი ოლონგაპო; ტაგ: Lungsod ng Olongapo; ილოკ: Siudad ti Olongapo; კამპ: Lakanbalen ning Olongapo; პანგ: Siyudad na Olongapo) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ცენტრალური ლუსონის რეგიონში (III რეგიონი), ფილიპინებში. მდებარეობს სამბალესის პროვინციაში, თუმცა პროვინციისგან დამოუკიდებლად იმართება. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 233 040 ადამიანია.

სუბიკის მუნიციპალიტეტთან ერთად აყალიბებს ოლონგაპოს რეგიონულ აგლომერაციას, რომელიც ერთ-ერთია ფილიპინების 12 რეგიონულ აგლომერაციას შორის.[2]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოპულარული ლეგენდის თანახმად, თანამედროვე ოლონგაპოს ადგილას მეომარი ტომები ცხოვრობდნენ. მოხუცმა ბრძენმა კაცმა, აპომ დიდი ძალისხმევა გაიღო მეომარი ტომების გასაერთიანებლად. მოხუცის იდეას ზოგი ეწინააღმდეგებოდა და ერთ დღესაც იგი უკვალოდ გაუჩინარდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მოხუცის უთავო სხეული იპოვეს. ტომებმა მოხუცის თავის ძებნა დაიწყეს. სამბალებში სიკვდილის დასჯის ერთადერთი დასაშვები ფორმა თავის მოკვეთა იყო.[3] ერთმა ახალგაზრდამ დაიფიცა, რომ ძებნას მანამ არ შეწყვეტდა, სანამ მოხუცის თავს არ იპოვიდა. კვირების მანძილზე ეძებდა და საბოლოოდ თავი ბამბუკის სარზე წამოცმული იპოვა. ატირებული ბიჭი Olo nin apo! Olo nin apo!-ს ძახილით თავის ხალხთან გაიქცა (სამბალების ენაზე „მოხუცის თავს“ ნიშნავს და ტაგალურ ენაზე ითარგმნება როგორც ulo ng apo). ბიჭი ერთი სახლიდან მეორეში დარბოდა და ამას გაიძახოდა. ლეგენდის თანახმად, ოლონგაპომ სწორედ აქედან მიიღო სახელწოდება. დღეისთვის მოხუცის თავი ქალაქის მოსახლეობის ერთიანობის სიმბოლოა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წელს ესპანეთის მეფე ალფონსო II-ის სამეფო დეკრეტის თანახმად სუბიკის ყურე (შემდეგსი სუბიგი) შორეულ აღმოსავლეთში ესპანეთის საყრდენად გამოცხადდა. ვიცე ადმირალმა ხუან ბაუტისტა დე ანტიკუერამ ოლონგაპო საზღაო სამხედრო ძალების დასახლებად აქცია. 1885 წლის 18 მარტს ესპანეთის საზღვაო სამხედრო კომისიამ ოლონგაპოში არსენალის განთავსება დაიწყო. ესპანელებმა ოლონგაპოს საზღვაო სადგურად გადაკეთება და ამბოხებულთა წინააღმდეგ გამოყენება გადაწყვიტეს. ესპანეთის მთავრობამ სამ დეკადაზე მეტი დრო მოანდომა საზღვაო სადგურის განვითარებას. ბრძანების თანახმად, ესპანელებს სუბიკის ყურეში გრანდეს კუნძულის ფორტიფიცირებისთვის ყურე ზარბაზნებით უნდა გაემაგრებინათ და დაენაღმათ. პროექტის განხორციელებას ხელი იმან შეუშალა, რომ მანილის ყურე აშშ-ის ადმირალ ჯორჯ დიუის ძალებმა დაიკავეს.[4][5][6][7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის გერბი

ოლონგაპო მდებარეობს სამბალესის სამხრეთ ნაწილში, სუბიკის ყურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ქალაქი ფილიპინების დედაქალაქ მანილიდან 126 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

ოლონგაპოს ფართობი 103,3 კმ²-ია. უჩვეულო გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქის მიწის განვითარება შეზღუდულია. აღსანიშნავია, რომ მახლობელ ქალაქებთან ტერიტორიული საზღვრები ზუსტად არაა დადგენილი.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით ოლონგაპო ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში მდებარეობს. ტემპერატურა შედარებით დაბალია დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, ხოლო ყველაზე მაღალია მარტში, აპრილსა და მაისში. ფილიპინების ამ ნაწილში მაისი ყველაზე ცხელი თვეა. დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდი ექსტრემალურად მშრალია. აგვისტოში საშუალო თვიური ნალექების რაოდენობა 1038 მმ-ს აღწევს. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 3375 მმ-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 26.3 °C-ია (79.3 °F), ხოლო აპრილის — 29.4 °C (84.9 °F).[9]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლონგაპოს მერიის შენობა

ქალაქი პოლიტიკურად 17 ბარანგაიდ იყოფა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 233 040 ადამიანია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი კვადრატულ კმ-ზე 1300 ადამიანია.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობა ძირითადად: ტაგალურ, სამბალის, კაპამპანგანის, პანგასინანისა და ილოკანურ ენებზე. მოსახლეობის ლინგვისტური სურათისთვის დამახასიათებელია ეროვნული ენებისა და ინგლისურის ნაზავი (მაგალითად, ტაგლიში, რომელიც ტაგალური და ინგლისური ენების ნაზავია), უმეტესწილად ახალგაზრდებს შორის.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლონგაპოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რომაული კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან ქრისტეს ეკლესიის, პროტესტანტიზმის, ევანგელიზმის მიმდევრები. ქალაქში ცხოვრობენ მორმონები, ისლამისა და გაერთიანებულ მეთოდისტთა ეკლესიის მიმდევრებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Building Globally Competitive Metro Areas in the Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2013.
  3. It was recorded as customary for the Sambal to execute those who have taken another person's life, unless done by decapitation. Their manner of execution was to bore a hole at the top of the skull and then scrape out the brains.
  4. History of Subic Bay and Olongapo City. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 14, 2020.
  5. The Olongapo Story. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-19. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  6. Olongapo City Barangay and History.
  7. History of Olongapo City.[მკვდარი ბმული]
  8. Philippines Travel and Hotel Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2020-11-14.
  9. Average Weather For Subic Bay Freeport Zone, Philippines. ციტირების თარიღი: 2013-05-11.