მანდაუე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანდაუე
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Alang-alang, Bakilid, Banilad, Basak, Cabancalan, Cambaro, Canduman, Casili, Casuntingan, Centro, Cubacub, Guizo, Ibabao-Estancia, Jagobiao, Labogon, Looc, Maguikay, Mantuyong, Opao, Paknaan, Pagsabungan, Subangdaku, Tabok, Tawason, Tingub, Tipolo და Umapad
კოორდინატები 10°20′00″ ჩ. გ. 123°56′00″ ა. გ. / 10.33333° ჩ. გ. 123.93333° ა. გ. / 10.33333; 123.93333
დაარსდა 1599
ფართობი 34.87 კმ²
მოსახლეობა 364 116 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 32
საფოსტო ინდექსი 6014
ოფიციალური საიტი http://www.mandauecity.gov.ph/
300
300

მანდაუე (ოფიციალურად ქალაქი მანდაუე; სებ: Dakbayan sa Mandaue, ტაგ: Lungsod ng Mandaue) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი კუნძულ-პროვინცია სებუზე, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 362 654 ადამიანია.

მანდაუე სებუს ცენტრალურ-აღმოსავლეთ სანაპირო რეგიონში. სამხრეთ-დასავლეთით მას კუნძული მაკტანი ესაზღვრება, სადაც ქალაქი ლაპუ-ლაპუ მდებარეობს და კუნძულთან ორი ხიდითაა დაკავშირებული: მაკტან-მანდანუეს ხიდითა და მარსელო ფერნანის ხიდით. მანდაუეს ჩრდილოეთით ქალაქი კონსოლასიონი, აღმოსავლეთით — კამოტესის ზღვა, ხოლო დასავლეთითა და სამხრეთით ქალაქი სებუ მდებარეობს.

მანდაუე კუნძულ სებუს სამ მაღალურბანიზებულ ქალაქს შორის ერთ-ერთია და სებუს მეტროპოლიური სივრცის ნაწილია.[2] იგი სებუს მეექვსე რაიონის შემადგენლობაში შედის კონსოლასიონისა და კორდოვას მუნიციპალიტეტებთან ერთად. 1991 წლის 15 თებერვალს მანდაუემ მაღალურბანიზებული ქალაქის სტატუსი მიიღო და სებუსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ 1991 წლის ადგილობრივი მმართველობის კოდის 452-ე განყოფილებისა და 6641-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად პროვინციული მოხელეების არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღო. 2019 წლის 5 აპრილს, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტემ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ქალაქი ცალკე საკანონმდებლო რაიონად ჩამოყალიბდა.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდაუეს თემი ავსტრონეზიელმა ხალხებმა დააარსეს. 1898 წელს ფილიპინების რევოლუციის დროს ცენტრალური რევოლუციური მთავრობის ორგანული დეკრეტის თანახმად ქალაქმა ახალი ადმინისტრაციის ფორმა მიიღო. რევოლუციის დროს ქალაქი თითქმის განადგურდა.

მანდაუე ნახევრად ავტონომიური ქალაქი იყო, თუმცა კვლავ სებუს დაქვემდებარებაში შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ქალაქი ესპანელების მიერ ყალიბდებოდა და მოსახლეობა იზრდებოდა, ესპანელებს ქალაქი დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად არ ჩამოუყალიბებიათ. ქალაქი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი რევოლუციის შემდეგ, 1901 წელს გახდა.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდაუეს პოლიტიკური რუკა

მანდაუეს ფართობი 34.87 კმ²-ია. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 362 654 ადამიანია. მანდაუე მე-6 ყველაზე მცირე სამმართველო ერთეულია ფართობის მიხედვით. სებუს ადგილობრივ მმართველობის ერთეულებს შორის ქალაქი ყველაზე პატარაა კორდოვას მუნიციპალიტეტის შემდეგ. მანდაუეს ტერიტორია სებუს მეტროპოლიური სივრცის 4.5%-ია, ხოლოდ სებუს პროვინციის ტერიტორიის 1%-ს წარმოადგენს.

ჩრდილოეთის მიწის ათვისების პროექტის მიხედვით, ამჟამად ჩრდილოეთის სპეციალური ადმინისტრაციული ზონა 180 ჰექტარ მიწას მოიცავს. აქედან 36 ჰექტარი ქალაქს ეკუთვნის. მანდაუე სებუს მეტროპოლიურ სივრცეში ერთ-ერთია იმ ორ ადგილობრივ მმართველობით ერთეულს შორის (მეორე კონსოლასიონის მუნიციპალიტეტია), რომლებიც ზღვის დონიდან 100 მეტრზე დაბლა მდებარეობს.

ქალაქის დიდი ნაწილი დაბლობია. ტერიტორიის 77.37% 0-დან 8%-მდე დახრილობისაა. რეგიონში მდებარეობს ბარანგაიები: ცენტრალური, ლოოკი, სამხრეთის სპეციალური ადმინისტრაციული ზონა, კამბარო, ოპაო, უმპადი, პაკნაანი, ალანგ-ალანგი, ტიპოლო, იბაბაო, გუისო, სუბანგდაკუ, მანტიიონგი, მაგუიკაი, ტაბოკი და სხვ. ქალაქის დიდი ნაწილი, დაახლოებით 70%, თიხნარი ნიადაგითაა დაფარული. ნიადაგის ეს ტიპი 0-5%-მდე დახრილობის მქონე ტერიტორიებს შორის მდებარეობს.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანდაუეს მოსახლეობა 1637-1638 წლებში 160 ადამიანი იყო. Buzeta & Bravo-ს მიხედვით, 1850 წელს ქალაქის მოსახლეობა 10 309 ადამიანს გაუტოლდა. მანდაუემ ქალაქის სტატუსი 1889 წელს მიიღო. ამ დროისთვის ის 42 ბარიოსგან შედგებოდა, სადაც 21 086 ადამიანი ცხოვრობდა. 1964 წელს მანდაუე მეორე კლასის მუნიციპალიტეტი გახდა, რომლის მოსახლეობაც 33 811 ადამიანს გაუტოლდა.[6]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებუს საერთაშორისო კონვენციის ცენტრი

სებუს საექსპორტო კომპანიების 40% მანდაუეში მდებარეობს. ქალაქს VII რეგიონის ინდუსტრიულ კერად მოიხსენიებენ, რომელსაც 10 000-მდე სამრეწველო და კომერციული ბიზნესი „პატარა მდიდარ ქალაქად“ აყალიბებს. ქალაქში ფუნქციონირებენ საერთაშორისო კომპანიები: San Miguel Corp., Coca-Cola Bottling Corp და Shemberg. ქვეყნის ავეჯის ექსპორტის 75% მანდაუეზე მოდის.[7]

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (1850) Diccionario, geografico, estadistico, historico de las Islas Filipinas (2 vols) (Spanish). Madrid. 
  • Cebu Daily News, Norman V. Mendoza (23 იანვარი, 2015). „Rainbow lane in Mandaue“. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Mojares, Resil B. (1999) The war against the Americans: resistance and collaboration in Cebu. Ateneo de Manila Press. ISBN 978-9715502986. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. The brilliance of Mandaue City. Mandaue City. cebu-philippines.net.
  3. https://newsinfo.inquirer.net/1115211/duterte-signs-law-creating-lone-legislative-district-of-mandaue-city
  4. https://www.mandauecity.gov.ph/
  5. Land Use. Mandaue City. Mandaue city government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
  6. MANDAUE CITY: POPULATION TO REACH HALF A MILLION IN 2011. Census. Philippine Census. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-05. ციტირების თარიღი: 2020-11-13.
  7. http://www.unep.org/ietc/Portals/136/Other%20documents/Waste%20Management/Waste%20Plastic/WP_6_WasteQC_Mandaue.pdf[მკვდარი ბმული]
  8. Tayona, Glenda; Silubrico, Ruby (25 August 2018). „Iloilo to showcase culture to 'sister cities' tonight“. Panay News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2019. ციტირების თარიღი: 9 April 2019.
  9. „Mandaue City officials fly to Romania for sister-city deal“. Manila Bulletin. Manila Bulletin Publishing Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-28. ციტირების თარიღი: 2012-06-22.
  10. Mandaue, Mosul sign sister-city agreement. Official Website of Mandaue City. The City of Mandaue. ციტირების თარიღი: 2012-06-21[მკვდარი ბმული]