ლას-პინიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლას-პინიასი
ტაგალ. Lungsod ng Las Piñas
ინგლ. City of Las Piñas
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°27′00″ ჩ. გ. 120°59′00″ ა. გ. / 14.45000° ჩ. გ. 120.98333° ა. გ. / 14.45000; 120.98333
დაარსდა 1762
ფართობი 32.69 კმ²
ცენტრის სიმაღლე 25 მეტრი
მოსახლეობა 606 293 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 1740–1752
ოფიციალური საიტი https://www.laspinascity.gov.ph/
ლას-პინიასი — ფილიპინები
ლას-პინიასი

ლას-პინიასი (ოფიციალურად ქალაქი ლას-პინიასი; ტაგალ. Lungsod ng Las Piñas) ― პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 606 293 ადამიანს შეადგენს.

ფილიპინების MoneySense-მა, 2008 წლისთვის ლას-პინიასი მეექვსე ადგილზე დაასახელა ფილიპინების „საუკეთესო საცხოვრებელ ადგილებს“ შორის. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ევიას სავაჭო ცენტრი, ლას-პინიასი-პარანიაკეს კრიტიკული ჰაბიტატისა და ეკოტურიზმის ტერიტორია და სხვ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდების წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, კავიტელ და ბატანგასელ ვაჭრებს piñas (ესპანურად ანანასები) გასაყიდად ჯერ ქალაქში ჩაჰქონდათ, სანამ მახლობელ ბაზრებში დაანაწილებდნენ. კიდევ ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „Las Peñas“-დან, რაც კლდეებს ნიშნავს და ქალაქის შენობებისა და ხიდების ამგებ ქვებსა და ადობს უკავშირდება. წმინდა იოსებ დამწინდველის ტაძრის ძველ ზარზე გაკეთებულია წარწერა: „Siendo cura del pueblo de Laspeñas el M.R.P. Padre Diego Cera se fundió este equilón año de 1820“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ კიდევ დიეგო სერას, ქალაქის პირველი მღვდლის დროს, ქალაქს „Las Peñas“ ეწოდებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში ლას-პინიასად გადაკეთდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარილის წარმოება ფილიპინებში, 1940-იანი წლები

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლას-პინიასი მანილის ყურის ნაპირებზე მეთევზეთა ერთ-ერთული უძველესი დასახლება იყო. იგი მანილის პროვინციად 1762 ან 1797 წელს გამოცხადდა. ესპანელის ისტორიკოსების, აგუსტინისა[3] და ხუან დე მედინას[4] ცნობებით, პროვინცია 1762 წელს შეიქმნა. ლას-პინიასს წარსულში ლას-პილასს უწოდებდნენ, რადგანაც პარანიაკეს ტომებს შორის კონფლიქტების გამო გამოეყო. მეორე მხრივ, მანუელ ბუსეტას ცნობებით, ლას-პინიასი 1797 წელს დაფუძნდა.[5] ქალაქის პირველი gobernadorcillo ფელის ტიმბანგი იყო, ხოლო ქალაქ ლას-პინიასის პირველი მუნიციპალური პრეზიდენტი მარიანო ორტისი გახდა.[6]

ლას-პინიასის ტაძარი 1824 წელს დიეგო სერას ხელმძღვანელობით აშენდა. 1880 წელს ქალაქი ქოლერის ეპიდემიამ მოიცვა. წლების შემდეგ, ფილიპინების რევოლუციის დროს ლას-პინიასი ესპანელებსა და ფილიპინელებს შორის ბრძოლის ველად იქცა.[7] 1896 წელს ქალაქი გენერალმა ემილიო აგინალდომ დაიკავა და ქალაქი ფილიპინების რევოლუციის მთავარ საომარ თეატრად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ლას-პინიასი იაპონიის საიმპერატორო არმიამ დაიკავა. ომის დასასრულს, ქალაქი ამერიკელთა და ფილიპინელთა გაერთიანებულმა ძალებმა გაათავისუფლეს.

ლას-პინიასის რუკა

1901 წელს ლას-პინიასის მუნიციპალიტეტი მანილას გამოეყო და ფილიპინების კომიის №137 აქტის საფუძელზე ახლადშექმნილი რისალის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. ორი წლის შემდეგ, №942 აქტის საფუძველზე ქალაქი პარანიაკეს შეუერთდა. ფილიპინების კომისიის №1625 აქტის საფუძველზე, 1907 წლის 27 მარტს ლას-პინიასი პარანიაკეს გამოეყო და კვლავ დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი გახდა. 1975 წლის 7 ნოემბერს, №824 საპრეზიდენტო დეკრეტის თანახმად, ლას-პინიასი რისალის პროვინციას გამოეყო და ეროვნული დედაქალაქის რეგიონს მიეკუთვნა.

თანამედროვე ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იან წლლებსი სანაპირო გზატკეცილის მშენებლობამ ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი. დღეისთვის ლას-პინიასი კალაბარსონისკენ გასასვლელს წარმოადგენს.[7]

1997 წლის 12 თებერვალს, პრეზიდენტ ფიდელ რამოსმა ხელი მოაწერა ინიციატივას ლას-პინიასის ქალაქად გარდაქმნის შესახებ. ერთი თვის შემდეგ ჩატარებულ პლებისციტში მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ლას-პინიასისთვის ქალაქის სტატუსი მინიჭებას მხარი დაუჭირა. 1997 წლის 26 მარტს ლას-პინიასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის მე-10 ქალაქი გახდა.[8] 2021 წლისთვის ქალაქის მერი იმედლა აგილარია, ხოლო ვიცე-მერი აპრილ ტ. აგილარ-ნერი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლას-პინიასის პოლიტიკური რუკა

ლას-პინიასს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან პარანიაკე ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― მუნტინლუპა, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ― ბაკოორი, ჩრდილო-დასავლეთიდან ― მანილის ყურე. ქალაქის ტერიტორიის ნახევარი საცხოვრებელ ნაწილს უკავია, დარჩენილი ნაწილი კი კომერციული, სამრეწველო და ინსტიტუციური დანიშნულებით გამოიყენება. თანამედროვე ლას-პინიასის ფიზიოგეოგრაფია სამ ზონას მოიცავს: მანილის ყურეს, სანაპირო საზღვრებს და გვადალუპეს პლატოს.

ლას-პინიასი 20 ბარანგაიდ იყოფა, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონად ჯგუფდება. პირველი რაიონი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე რაიონი ― დარჩენილ ნახევარს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლას-პინიასის მოსახლეობის მშობლიური ენა ტაგალური ენაა. მოსახლეობის უმრავლესობას ინგლისური ენაც ესმის.

მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ლას-პინიასის კათოლიკური მონასტრები პარანიაკეს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშაა. სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან პროტესტანტული კონფესიები, იეჰოვას მოწმეები, ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, ინდუისტები, ბუდისტები და მუსლიმები.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Pransism (2011-11). "Las Piñas (St. Joseph Church): Home of the Bamboo Organ". Back Trails. Retrieved 7 April 2013.
  3. Cavada y Méndez de Vigo, Agustín de la (1876) Historia geográfica, geológica y estadiśtica de Filipinas. Con datos geográficos, geológicos y estadiśticos de las islas de Luzon, Visayas, Mindanao y Joló; y los que corresponden a las islas Batanes, Calamianes, Balabac, Mindoro, Masbate, Ticao y Burias, situadas al n. so. y s. de Luzon. Manila: Imp. de Ramirez y Giraudier. 
  4. de Medina, Juan S. (1893) Historia de los sucesos de la Orden de N. gran P. S. Agustín, de estas Islas Filipinas... / compuesta por el venerable Fray Juan de Medina. Sucesos que los religiosos de la Orden de N. P. S. Agustín han tenido en las Islas Filipinas... / compuesta por el Padre Pedro del Viva. Manila: Tipo-Litografía de Chofré y Comp., გვ. 486. 
  5. Buzeta, Manuel (1851) Diccionario geográfico, estadístico, histórico de las Islas Filipinas ... / por Manuel Buzeta y Felipe Bravo. Madrid: Imprenta de José C. de la Peña. 
  6. Salonga, Isayas R. (1934). Rizal Province Directory: History, Government and General Information with the Full Text of the Philippine Independence Law, Volume One. General Printing Press. 
  7. 7.0 7.1 A Brief History of Las Pinas. Alabang Bulletin (31 May 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 26 December 2020
  8. Las Pinas City Annual Audit Report (29 July 2019). ციტირების თარიღი: 29 July 2019