კანდონი
კანდონი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 17°11′45″ ჩ. გ. 120°26′56″ ა. გ. / 17.19583° ჩ. გ. 120.44889° ა. გ. |
დაარსდა | 1780 |
ფართობი | 103.28 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 67 მეტრი |
მოსახლეობა | 61 432 (1 მაისი, 2020)[1] |
სატელეფონო კოდი | 77 |
საფოსტო ინდექსი | 2710 |
ოფიციალური საიტი | https://candoncity.gov.ph/ |
კანდონი (ოფიციალურად ქალაქი კანდონი) ― მეოთხე კლასის ქალაქი სამხრეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 60 623 ადამიანს შეადგენს.
კანდონს ხშირად „ფილიპინების თამბაქოს დედაქალაქს“ უწოდებენ, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით ვირჯინიის ტიპის თამბაქოს უდიდესი მწარმოებელია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანდონი სამხრეთ ილოკოსის პროვინციის ქვემო ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს „C“-ის მოყვანილობა აქვს და ზღვის დონიდან 10-500 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. კანდონი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 346 კმ-ის, ხოლო ვიგანიდან 61 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის კლიმატი ოქტომბრიდან მაისამდე მეტწილად მშრალია. უკიდურეს სამხრეთ ნაწილი მთელი წლის მანძილზე უფრო ტენიანი და წვიმიანია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი უფრო მშრალია და მცირე ნალექიანობით გამოირჩევა. ყველაზე ნალექიანი თვე აგვისტოა, ხოლო ყველაზე მშრალი — იანვარი და თებერვალი. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 27 °C-ა (81 °F). ყველაზე ცივი თვე იანვარია.[2]
ბარანგაები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანდონი 42 ბარანგაიდ იყოფა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Candon Profile at PhilAtlas.com
- Philippine Census Information
- Local Governance Performance Management System
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2021-01-29.
|
|