შინაარსზე გადასვლა

ბალანგა (ბატაანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალანგა
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°41′00″ ჩ. გ. 120°32′00″ ა. გ. / 14.68333° ჩ. გ. 120.53333° ა. გ. / 14.68333; 120.53333
დაარსდა 1712
ფართობი 111.63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 138 მეტრი
მოსახლეობა 104 173 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 47
საფოსტო ინდექსი 2100
ოფიციალური საიტი http://www.cityofbalanga.gov.ph/
ბალანგა (ბატაანი) — ფილიპინები
ბალანგა (ბატაანი)

ბალანგა (ოფიციალურად ქალაქი ბალანგა; ტაგ: Lungsod ng Balanga; კაპ: Lakanbalen ning Balanga) — მეოთხე კლასის ქალაქი და ბატაანის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 96 061 ადამიანს.

ქალაქის სახელწოდება წარმოდგება კაპამპანგანური სიტყვიდან balañga, რაც თიხის ქოთანს ნიშნავს (ტაგალურ ენაზე ბანგა), რაც ქალაქში წარმოებულ სამეთუნეო ჭურჭელთან იყო დაკავშირებული.

ბატაანის დედაქაალქი ბალანგა თავდაპირველად აბუკაის სოფელი იყო. 1714 წლის 21 აპრილს პროვინციული წესდების თანახმად დომინიკელთა ორდენის მისია გაიგზავნა, ხოლო 1739 წლის 18 აპრილს ბალანგაში კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსის მოადგილე გაიგზავნა. 1754 წელს ბატაანი დამოუკიდებელ პროვინციად გამოცხადდა.

2000 წლის 30 დეკემბერს 8984-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ბალანგა ქალაქად გამოცხადდა.[2]

ბალანგა უმეტესწილად სოფლის-მეურნეობისა და საცხოვრებელი მიწებისგან შედგება. სწრაფად იზრდება კომერციული სექტორიც. ქალაქის ფართობია 11 163 ჰექტარი, რაც ბატაანის პროვინციის საერთო ფართობის 8.13%-ია. ქალაქს სამხრეთიდან პილარის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთიდან — აბუკაის მუნიციპალიტეტი, დასავლეთიდან — მორონგის მუნიციპალიტეტი, ხოლო აღმოსავლეთიდან — მანილის ყურე ესაზღვრება.

ბალანგა პოლიტიკურად 25 ბარანგაიდ იყოფა, რომლებიც 5 ჯგუფად ნაწილდება: პერიფერიულ ბარანგაებს კუპანგი, ჩრდილოეთი კუპანგი, დასავლეთი კუპანგი, სიბაკანი და ტუიო მიეკუთვნება; სანაპირო ბარანგაებია პუერტო-რივას იბაბა, პუერტო-რივას-იტაასი და ტორტუგასი; დაბლობ ბარანგაებს ცენტრალური ბარანგაი, ტენეხერო, კამაჩო, ბაგონგ-სილანგი, პუერტო-რივას-ლოტე მიეკუთვნება; მაღლობ ბარანგაებს — დანგკოლი, კაბოგ-კაბოგი, ტანატო, მუნტინგ-ბატანგასი, ხოლო საქალაქო ბარანგაებს პობლასიონი, კატანინგი, ბაგუმბაიანი, ტალისაი, მალაბია, სან-ხოზე, იბაიო და დონია-ფრანსისკა.

ბალანგის მთავარი მოედანი

2015 წლის მონაცემებით ბალანგის მოსახლეობა 96 061 ადამიანს შეადგენს. ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ერთ კვადრატულ კილომეტრზე 860 ადამიანია (2 200 ადამიანი ყოველ კვადრატულ მილზე).

ადგილობრივი მმართვლეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების ადგილობრივი მმართველობის შესაბამისად[3][4] მუნიციპალური მთავრობის ოფისი მერიაშია განთავსებული. 1521-1898 წლებში აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ფუნქციას გუბერნატორები ასრულებდნენ. ამერიკული მმართველობის პერიოდში (1898-1946) ადგილობრივ მთავრობის წარმომადგენლები მერები და ადგილობრივი მოხელეები იყვნენ. ამჟამად ბალანგის მერი ფრენსის ს. გარსიაა, ხოლო ვიცე-მერი ვიანკა ლიტა ვ. გონსონი. ქალაქის საბჭოში 10 წევრია.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის აღსანიშნავია: ბალანგის ჭარბტენიანი ტერიტორიების პარკი,[5] ბალანგის მავარი მოედანი, ბატაანის კაპიტოლიუმი, ბატაანი ნახევარკუნძულის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბატაანის მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი, ბალანგის საკათედრო ტაძარი და სხვ. ტორტუგასის ბარანგაიში 4-7 დეკემბერს იბონგ დაიოს ფესტივალი იმართება.[6]

ისააკ კატალინას სამედიცინო ცენტრი

ბალანგაში რამდენიმე საავადმყოფო მდებარეობს, მათ შორის: ბატაანის ექიმთა საავადმყოფო, ბატაანის გენერალური საავადმყოფო, ბატაანის ქალთა საავადმყოფო, ისააკ კატალინას სამედიცინო ცენტრი, იოსებ დამწინდველის საავადმყოფო და სხვ.

ბალანგა ბატაანის პროვინციის საგანმანათლებლო ცენტრია. ქალაქში ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი და რამდენიმე კერძო კოლეჯი მდებარეობს, სადაც საბუღალტრო, ბიზნეს ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების, დაწყებითი და საშუალო განათლების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის მიმართულებები ფუნქციონირებს.

ბატაანის ნახევარკუნძულის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია ბალანგაში. უნივერსიტეტს ორი კამპუსი აქვს: მთავარი კამპუსი, რომელიც კაპიტოლიუმთან მდებარეობს, ხოლო ბალანგის ქალაქის კამპუსი საქმიან რაიონშია განთავსებული.

ბატაანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი

ბალანგის უძველესი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტი ტომას დელ როსარიოს კოლეჯია, რომელიც სან-ხოსეს ბარანგაიში მდებარეობს. სხვა კერძო კოლეჯებს შორისაა: ისტვუდსის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი, ბატაანის გმირთა მემორიალური კოლეჯი, იოსებ დამწინდველის კოლეჯი და სხვ.

ქალაქში მდებარეობს პროვინციის მასშტაბით უდიდესი საშუალო სკოლა, ბატაანის ეროვნული უმაღლესი სკოლა.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალანგელი ცნობილი ადამიანებია არიან: ხულიან ბანსონი — ფილიპინელი ბიოქიმიკოი, ფილიპინების ეროვნული მეცნიერი; ალბერტ გარსია — ბატაანის გუბერნატორი და ბატაანის მეორე რაიონის ყოფილი წარმომადგენელი, ბალანგის ყოფილი მერი; ხოსე ენრიკე ს. გარსია III — ბატაანის მეორე რაიონის ამჟამინდელი წარმომადგენელი, ბალანგის ყოფილი მერი; ლუს მაგსაისაიფილიპინების პრეზიდენტის, რამონ მაგსაისაის მეუღლე და ფილლიპინების მე-17 პირველი ლედი; ელისე ჯოსონი — ფილიპინელი მსახიობი და მოდელი და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. City Profile – City of Balanga.
  3. Philippines : Gov.Ph : About the Philippines. www.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-24. ციტირების თარიღი: 2009-03-28.
  4. THE LOCAL GOVERNMENT CODE OF THE PHILIPPINES - CHAN ROBLES VIRTUAL LAW LIBRARY.
  5. „Increase in number of migratory birds in Balanga recorded“. The Philippine Star.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-16. ციტირების თარიღი: 2020-11-26.