აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
ლათ. Regnum Francorum Orientalium
გერმ. Ostfrankenreich
სამეფო აღარ არსებობს

843–919
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი რეგენსბურგი, ფრანკფურტი
ენები ლათინური ენა
რელიგია რომაული კათოლიციზმი
მთავრობა მონარქია
მეფე
 -  843 – 876 ლუდვიგ II გერმანელი
 -  876 – 882 კარლომან ბავარიელი
 -  876 – 880 ლუდვიგ III ახალგაზრდა
 -  876 – 887 შარლ III მსუქანი
 -  887 – 899 არნულფ კარინტიელი
 -  900 – 911 ლუდვიგ IV ბავშვი
 -  911 – 918 კონრად I გერმანელი
 -  919 – 936 ჰაინრიხ I ფრინველმჭერი
 -  919 – 921 არნულფ I ცუდი
ისტორია
 -  შეიქმნა 843
 -  გაუქმდა 919
ვალუტა სოლიდუსი, ტრიენსი, დინარი, პფენინგი

აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (ლათ. Regnum Francorum Orientalium) ასევე აღმოსავლეთ საფრანგეთი ან Francia Orientalis. ლუდვიგ II გერმანელის სამეფო, რომელიც 843 წელს ვერდენის ხელშეკრულებით გამოეყო ფრანკთა იმპერიას. ის იყო საღვთო რომის იმპერიის წინამორბედი. ლუი I ღვთისმოშიშის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა ვერდენის ხელშეკრულებით ფრანკთა იმპერია დაყვეს აღმოსავლეთ შუა და დასავლეთ ფრანკთა სამეფოებად. სამივე სამეფოს მართავდა კაროლინგების დინასტია. უფროსი შვილი ლოტარ I (795-855) იმპერატორის ტიტულს ატარებდა. ფორმალურად ფრანკთა იმპერია მაინც ერთიანი სამეფო იყო.

დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაროლინგების დინასტიის ფრანკული ფრთის ბოლო წარმომადგენლის ლუდოვიკ IV ჩვილის (893-911) გარდაცვალების შემდეგ, 911 წლის 10 ნოემბერს ფორხაიმის ყრილობაზე საქსონიის, შვაბიის და ბავარიის ჰერცოგებმა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფედ აირჩიეს კონრად I (881 — 918) ფრანკონიის ჰერცოგი და გარდაცვლილი მეფის ძმისშვილი. მისი მეფობის დროს შიდა არეულობები კიდევ უფრო გამწვავდა და შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება. კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფედ საქსონიის ჰერცოგი: ჰაინრიხ I ფრინველმჭერი აკურთხეს. რითიც ფაქტობრივად დასრულდა აღმოსავლეთ ფრანკული სახელმწიფო და დაიწყო გერმანიის სამეფოს ისტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Carlrichard Brühl: Die Geburt zweier Völker. Deutsche und Franzosen (9.–11. Jahrhundert). Böhlau Verlag, Köln u.a. 2001.
  • Roman Deutinger: Königsherrschaft im Ostfränkischen Reich. Eine pragmatische Verfassungsgeschichte der späten Karolingerzeit. Ostfildern 2006, ISBN 3-7995-5720-2. (Rezension დაარქივებული 2014-04-28 საიტზე Wayback Machine. )
  • Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Erster Band. Ludwig der Deutsche bis zum Frieden vom Koblenz 860. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
  • Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Zweiter Band. Ludwig der Deutsche vom Koblenzer Frieden bis zu seinem Tode (860–876). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
  • Johannes Fried: Der Weg in die Geschichte. Die Ursprünge Deutschlands bis 1024 (Propyläen Geschichte Deutschlands 1). Berlin 1994, ISBN 3-549-05811-X.