გიზელდონი
იერსახე
| გიზელდონი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ჩრდილოეთი ოსეთი |
| მარჯვენა შენაკადები | გენალდონი |
| სათავე | 42°45′45″ ჩ. გ. 44°21′41″ ა. გ. / 42.76250° ჩ. გ. 44.36139° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1552 მ |
| შესართავი |
არდონი 43°14′12″ ჩ. გ. 44°19′26″ ა. გ. / 43.23667° ჩ. გ. 44.32389° ა. გ. |
| სიგრძე | 80 კმ |
| აუზის ფართობი | 604 კმ² |
|
| |
გიზელდონი (რუს. Гизельдон; ოს. Джызӕлдон) — მდინარე რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. მდინარე არდონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 80 კმ, აუზის ფართობი 604 კმ².[1] არდონს შესართავიდან 200 მ-ში ერთვის, რის გამოც ზოგჯერ მდინარე თერგის მარცხენა შენაკადად განიხილება. წარმოიქმნება მდინარეების მიდაგრაბინდონისა და წათადონის შეერთების შედეგად, ზღვის დონიდან 1552 მ სიმაღლეზე. საზრდოობს მყინვარული და თოვლის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია. მარჯვენა მხრიდან ერთვის მდინარეები გენალდონი და ჩორნაია. სოფელ კობანთან შექმნილია რუსეთის ერთ-ერთი უძველესი გიზელდონის ჰიდროელექტროსადგური.[2] მდინარე გიზელდონი ცნობილია აგრეთვე არხონკისა და შტრი-დონის სახელწოდებით.[1]