ხოვლის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ხოვლის კოშკიარქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის სასაფლაოზე, მდინარე ხეხმელას დასავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კვადრატული კოშკი (7,3X7,3 მ) ხუთ სართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. დაზიანებულია: ჩაქცეული სართულშუა გადახურვა, ჩამონგრეულია ზედა სართულის კედლები, პირველი სართული მიწითა და ქვებითაა ამოვსებული. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. ამავე სართულზე აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და ორი სათოფურია, ჩრდილოეთ კედელში - ორი სათოფური. დასავლეთ კედელი ყრუა, მესამე სართულზე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში - თითო. მეოთხე სართულზე ოთხივე კედელში თითო სათოფურია, მეხუთეზე - ორ-ორი. დახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]