ნიგოზა
| სოფელი | |
|---|---|
|
ნიგოზა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | შიდა ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
| თემი | კოდისწყარო |
| კოორდინატები | 42°00′32″ ჩ. გ. 44°19′45″ ა. გ. / 42.00889° ჩ. გ. 44.32917° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
| მოსახლეობა | 123[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ოსები 79,7 % ქართველები 18,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ნიგოზა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, კოდისწყაროს თემში.[1] მდებარეობს კვერნაქების ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 900 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ისტორია, ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის შუა ხანებში ქსნის ხეობის სოფელ კუცხოვეთიდან ჩამოსული ოჯახები ქვემო ჭალელ თავად ამილახვარს ისინი დღევანდელი სოფლის ადგილას მიუყვანია, ხალხს ოქრო მიუციათ და სოფელი დაუარსებიათ. „ნიგოზით გემრიელი მიწააო“ — გადმოცემით ასე უთქვამს ამილახვარს ახალმოსახლეებისათვის და ამ ფაქტს უკავშირებენ სოფლის სახელის წარმოშობას.[2]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 123 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 171 | 79 | 92 |
| 2014[1] | 56 | 67 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიგოზის მეორე სამაროვანი
- ნიგოზის ნამოსახლარი
- ნიგოზის ნასოფლარი
- ნიგოზის პირველი სამაროვანი
- ნიგოზის სამაროვანი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 412.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ „სოფელი ნიგოზა“. qartli.ge. 2020-11-20. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| |||||||||||||