თელათგორი
სოფელი | |
---|---|
თელათგორი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | კასპის მუნიციპალიტეტი |
თემი | წინარეხი |
კოორდინატები | 41°50′23″ ჩ. გ. 44°29′06″ ა. გ. / 41.83972° ჩ. გ. 44.48500° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 740 მ |
მოსახლეობა | 211[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
თელათგორი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში.[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიულ წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელწოდებითაც. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს.
ნამოსახლარს სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰა) ეკვრის ნაქალაქარი. ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II და ახ. წ. I-III სს.). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტის.[3]
სოფლის მიდამოებში 1728 წელს ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ლეკები და ოსმალთა ჯარი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 263 | 123 | 140 |
2014[1] | ![]() |
107 | 104 |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 647.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 162.
- მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Ethnic composition of Georgia 2014
- ↑ საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 162
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|