ნაბელიანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნაბელიანთ საყდარიარქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს შუაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9,2X6,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია კედლების ზედა ნაწილი, 1მ სიმაღლეზე ნანგრევებით ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის გვერდებზე — თითო სწორკუთხა ნიში. წყვილი პილასტრით დარბაზის გრძივი კედლები თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]