სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სასირეთი.
სოფელი
სასირეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი თელიანი
კოორდინატები 41°55′25″ ჩ. გ. 44°18′16″ ა. გ. / 41.92361° ჩ. გ. 44.30444° ა. გ. / 41.92361; 44.30444
ცენტრის სიმაღლე 610
მოსახლეობა 494[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)
სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
სასირეთი (კასპის მუნიციპალიტეტი)

სასირეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

2013 წლიდან სოფელი სასირეთი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს სამთავისისა და კასპის ეპარქიას.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია. მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში, თეძმის და მტკვრის შესართავთან.

სოფლის სახელწოდება სასირეთი სავარაუდოდ ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის ”სირის” შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა ”დიდოსტატის მარჯვენაშიც” არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე.წ სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.

ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლმუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და XX საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

სასირეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სასირეთის ბრძოლა.

1047 წელს, სასირეთის ჭალებში ბაგრატ მეოთხესა და ლიპარიტს ბაღვაშს შორის ბრძოლა გაიმართა. ბაგრატ IV-მ ვერ გაუძლო ლიპარიტის მრავალრიცხოვანი ჯარის შემოტევას და დამარცხდა. სასირეთის ბრძოლა საქართველოს ისტორიაში მეფესა და დიდებულებს შორის არსებული შინაკლასობრივი ბრძოლების მნიშვნელოვან ეპიზოდადაა მიჩნეული.

სოფელში დგას XVI-XVIII საუკუნეებში აგებული კოშკი და XIX საუკუნეში აგებული ბაზილიკის სტილის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელშიც ადგილობრივი თავადები შარვაშიძეები არიან დაკრძალული.[3]

სასირეთის განძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სასირეთის განძი.

1930 წელს სოფელში აღმოჩენილი იქნა ძვ.წ. XII საუკუნის I ნახევრით დათარიღებული განძი. ოქროს დისკო, ბრინჯაოს ნივთები. კოლხური ცული, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცული, სატეხი, სატევარი, ლაგამი, გედისა და ჯიხვის თავის სკულპტურული გამოსახულებები, 2 ნაწილისაგან შედგენილი ბალთა; სახურავიანი სამფეხა ჭურჭელი, რომლის ცენტრში ფრინველის სკულპტურული გამოსახულებაა. ნივთები დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 494 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 619 283 336
2014[1] Decrease2.svg 494 248 246

სასირეთის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არსებული საჯარო სკოლა 1919 წელს გენერალმა მაზნიაშვილმა დააარსა, რის გამოც სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლასთან ერთად გენერალმა ბიბლიოთეკაც ააშენა. გიორგი მაზნიაშვილი სკოლის კურსდამთავრებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავისი სახსრებით უმაღლეს სასწავლებელში გზავნიდა. სწორედ მისი წყალობით მიიღო უმაღლესი განათლება მწერალმა ელიზბარ მაისურაძემ. სკოლაში ოთხი სოფლის სასირეთის, თელიანის, ბარნაბიანთკარის და გრაკლის მაცხოვრებლები სწავლობენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. წმიდა სინოდის სხდომის ოქმი 15.10.2013
  3. მაკალათია ს. თეძმის ხეობა. თბ., 1959. გვ. 9-10
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II