ჭალისუბანი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
(გადამისამართდა გვერდიდან ჭალისუბანი (ბიყარის თემი))
ჭალისუბანი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, მეჯუდის ხეობაში. ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, ცხინვალიდან დაშორებულია 46 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Чъалисубан).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 380.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 131.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 216.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ