შინაარსზე გადასვლა

ჭალისუბანი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალისუბანი (ერედვის მუნიციპალიტეტი).

ჭალისუბანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქემერტის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 960 მეტრი, ცხინვალიდან 3 კილომეტრი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.