გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
გელათი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კურსები |
კოორდინატები | 42°17′49″ ჩ. გ. 42°46′03″ ა. გ. / 42.29694° ჩ. გ. 42.76750° ა. გ. |
დაარსდა | 1106 |
პირველი ხსენება | XII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 400 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 408[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გელათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (კურსების თემი). მდებარეობს ჩრდილოეთ იმერეთის მთისწინეთში, ოკრიბის ქვაბულში, მდინარე წყალწითელას მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ტყიბულიდან 33 კილომეტრი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.[2] სოფელში არის რკინიგზის სადგური რიონი-ტყიბულის ხაზზე.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 408 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 861 | 404 | 457 |
2014[1] | 408 | 218 | 190 |
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში ადამიანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყო დასახლებული. 1106 წელს დავით აღმაშენებლის ბრძანებით სოფლის ტერიტორიაზე აშენდა გელათის მონასტერი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში იყო ბაგრატის ტაძართან ერთად, ხოლო 2011 წლიდან საფრთხეში მყოფი ძეგლების სიაშია შესული. მონასტერთან მოქმედებდა გელათის აკადემია, რომელიც ასევე 1106 წელს დაარსდა. გელათის მონასტერი XVI-XIX საუკუნეებში გელათის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 36.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|