ლოპანისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლოპანისწყალი
სათავე ლიხის ქედი
სიგრძე 30 კმ
აუზის ფართობი 87 კმ²

ლოპანისწყალიმდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, 1340 მ სიმაღლეზე, სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 87 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, საშუალო წლიური ხარჯი 0,74 მ3/წმ, იყენებენ სარწყავად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზავა ი., ქსე, ტ. 6, გვ. 291, თბ., 1983