ჩოჩხათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჩოჩხათი
Lanchkhutis municipaliteti.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩოჩხათი
პირველი ხსენება I საუკუნე
ადრეული სახელები ჩირგვეთი
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა Decrease2.svg 580[1] კაცი (2014)

ჩოჩხათი (ყოფილი ჩირგვეთი) — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჩოჩხათი, გულიანი, კოკათი, მოედანი, ოკვანე, ჯიხანჯირი, ხორეთი). მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მდინარე შუთის ხეობაში , ზღვის დონიდან 130 მ., სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე. სოფელში არის ბიბლიოთეკა [2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია პირველი საუკუნიდან. ჩოჩხათის სამოურავო და შემდეგ სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სოფლებს ჩოჩხათს, არჩეულს, ღრმაღელეს, გრიგოლეთს, მალთაყვას, სადგურ სუფსას. ჩოჩხათის სამოურავოს მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგრულად "ჩოჩხ" ნიშნაცს ცაცხვს, შესაბამისად ჩოჩხათი აღნიშნავდა ცაცხვებით გაშენებულ ადგილს. მიუხედავად ამისა, სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს ხალხური ლეგენდა. თქმულების თანახმად, სოფელში ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია ოსმალებს დაუნგრევიათ. მოსახლეობამ ხატი სხვა ეკლესიაში დამალა. . შემდგომი ლაშქრობის დროს ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და XIX საუკუნის შუა წლებამდე იყო თურმე ღვედის ეკლესიაში. ღვედის ეკლესია სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი დაიკარგა. ხატსა და სოფელს მჩოჩავი ხატი უწოდეს. სოფლის სახელწოდებამ ცვლილება განიცადა: მჩოჩავი ხატი - ჩოჩხატი - ჩოჩხათი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოჩხათში სამი ციხის ნაშთია: ნასტეფნარი, გორგაშაული და კიბულაი.

ნასტეფნარი მაღალი გორაკია, რომელიც სოფელს აღმოსავლეთის მხრიდან გადასცქერის. მისი მწვერვალიდან კარგად მოჩანს კოლხეთის დაბლობი . ნასტეფნარის გორაკზე აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. ის შედგება 334 თურქული ვერცხლის მონეტისაგან - ახჩისგან, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ნასტეფნარის აღმოსავლეთით მდებარეობს გორგოშაულის ციხის ნაშთები. კიბულაის ციხის ნაშთები უფრო დიდია და შთამბეჭდავი. იგი შორიდანაც კარგად მოჩანს. ცენტრალურ ნაწილში სიმაგრის წყლის რეზერვუარია შემორჩენილი. არქეოლოგიური დაზვერვებისას სამივე გორაკზე აღმოჩნდა ჩამოქცეული კედლის და დუღაბის გროვები, წითელკეციანი დიდი და მცირე კერამიკული ჭურჭლის სხვადასხვა სახით შემკული ფრაგმენტები

ჩოჩხათში არის ხელოვნური გამოქვაბული. იგი გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო. სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. იქ აღმოჩენილი ქვითკირის ნამტვრევები ადასტურებენ, რომ გამოქვაბული ორი ნაწილისგან –სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან - შედგებოდა. ლეგენდის თანახმად გამოქვაბულს ჰქონია ხის მოჩუქურთმებული შესასვლელი კარი, რომელიც ვიღაცას ჩამოუხსნია და სახლში წაუღია. ამის შემდეგ ქურდს თურმე სიზმრები არ ასვენებდა, ამიტომ კარი უკან დაუბრუნებია.[3]

საჯარო სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოჩხათის სკოლაში 1879—1885 წლებში ასწავლიდა ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. 1925 წელს ჩოჩხათის სკოლა გადაკეთდა 7-კლასიან სკოლად. 1938 წლიდან ის საშუალო სკოლა გახდა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[4] 2405
1893[5] Increase2.svg 3509
1902[6] Increase2.svg 3863 1992 1871
2002 Decrease2.svg 709
2014 Decrease2.svg 580

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა

  • გიორგი მურვანიძე, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქის თავი
  • ვახტანგ ბლაგიძე, ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ბიბლიოთეკის დღე ჩოჩხათში, გაზეთი „ლანჩხუთი +", 5.2.2012, N46, გვ.
  3. გრძელიძე გ. „საველე ეთნოგრაფიული დღიური“ — თბილისი, 2012
  4. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  5. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901