ჯაპანა
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯაპანა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნიგოითი |
| კოორდინატები | 42°05′47″ ჩ. გ. 42°12′04″ ა. გ. / 42.096472° ჩ. გ. 42.201167° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,7 %, უკრაინელები 1,3 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯაპანა — სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში. მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მ. ქალაქ ლანჩხუთიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-ბათუმის ხაზზე, სოფელში არის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12-თან დამაკავშირებელი კვანძი, ჯაპანა ასევე საავტომობილო გზებით უკავშირდება ლანჩხუთს, აბაშასა და სამტრედიას. სოფლის ტერიტორიაზე არის სამი ტბა: ჯაპანის ტბა, დიდი ნარიონალი და მცირე ნარიონალი.
ციხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების ციხე. ციხე მდებარეობს კლდოვან ბორცვზე. ყველაზე მაღალ ადგილას აღმართულია ციხის ციტადელი, რომელსაც გარს ერტყმის ბურჯებითა და კოშკებით გამაგრებული გალავანი. კედლები ნაგებია „ფარდაგულად“ – ქვით, აგურითა და ბათქაშის ხსნარით. ციხის მახლობლად დიდი ნასოფლარია, სადაც შემორჩენილია 3 ეკლესიის ნაშთი, მათ შორის ერთია „პატარა ჯიხეთად“ წოდებული ეკლესია.[2]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1908[3] | 350 | ||
| 1911[4] | |||
| 2002 | |||
| 2014 |
თევზის მეურნეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს სოფელში მოეწყო თევზის მეურნეობა 140 ჰექტარ ფართობზე. ტბორები წყალს იღებდა მდინარე რიონისა და ხევისწყლისგან. მისი მწარმოებლურობა 70-80 ტონას შეადგენდა.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 541.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9032 - ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ ღლონტი გ., ცერცვაძე გ., „გურიის რეგიონის აგრარული სექტორის ეკონომიკა“ გვ. 97 — თბილისი, 2014, ISBN 978-9941-10-913-3
| ||||||||||