შინაარსზე გადასვლა

აცანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აცანა

აცანას ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აცანა
კოორდინატები 42°03′00″ ჩ. გ. 42°04′00″ ა. გ. / 42.05000° ჩ. გ. 42.06667° ა. გ. / 42.05000; 42.06667
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 586[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
lanchkhuti.png
lanchkhuti.png
აცანა — გურიის მხარე
აცანა

აცანა[2]სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: აცანა, ტელმანი). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით, მდინარე აცანურის (აცაურის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ., ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთი-ნასაკირალის საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი, კულტურის სახლი.

სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობის, აცანა მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. სოფელში შემორჩენილია უძველესი სპორტული ინვენტარი — საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირას თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა. სოფელში განვითარებული იყო მექვევრეობა. ცხოვრობდნენ აზნაური ტუსკიები. XVII საუკუნის შუიდან წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას.[3] 1850-იან წლებში შემოდგომაზე იმართებოდა ერთკვირიანი ბაზრობა.[4] 1883 წელს სოფელში გახსნილი იყო სკოლა. 1906 წლის იანვარში გურიის რესპუბლიკის ჩახშობის შემდეგ კონსტანტინე კრილოვმა დაარბია აკეთი, გადაწვა 30 სახლი და ნალია.[5] 1914 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა. კოლმეურნეობის წამყვანი კულტურა იყო ჩაი, ასევე გაშენებული იყო სიმინდი, ტუნგი, ციტრუსი.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში იდგა შუა საუკუნეების მონასტერი „ოქონის მონასტერი”, ეკლესია და გალავანი. მონასტერი XIX საუკუნეში მიტოვებული იყო. 2000-იან წლებამდე შემორჩენილი იყო გალავნის მცირე ნაშთი. ამჟამად მის ადგლზე აშენებულია ახალი ტაძარი.

სოფელში იდგა ხის გუმბათიანი მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში იყო აშენებული, თუმცა დღემდე არ შემორჩენილა. სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის ნაეკლესიარი გალავნით.[6]

მამათისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე აცანურას მარჯვენა შენაკადზე არის საქვიხიას ჩანჩქერი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874[7] 169
1883[8] 1123
1894[9] 1555
1902[10] 1672 870 802
1908[11] 1696 851 845
1911[12] 1764
1914 1775
2002 1095
2014 586

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცანაში დაიბადნენ:

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
  3. სოსელია, ო. (1981). ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, წიგნი II. თბილისი: მეცნიერება, გვ. 178. 
  4. Кавказский календарь на 1852 год გვ. 213
  5. მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 210, ISBN 978-9941-9458-6-1.
  6. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-28. ციტირების თარიღი: 2019-09-28.
  7. ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 207. 
  8. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  9. Кавказский календарь на 1895 год გვ. 272
  10. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  11. Кавказский календарь на 1910 год
  12. Кавказский календарь на 1912 год