ორაგვე
| სოფელი | |
|---|---|
|
ორაგვე | |
|
სოფლის ცენტრის ხედი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | მაჩხვარეთი |
| კოორდინატები | 42°02′58″ ჩ. გ. 42°00′22″ ა. გ. / 42.04944° ჩ. გ. 42.00611° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ორაგვე — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მაჩხვარეთის თემში (სოფლები: მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე).
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორაგვე ზანური წარმოშობის ტოპონიმია და „სარაგვეს“ ნიშნავს და ფრინველისა და თაგვის დასაჭერი მცირე მახის აღმნიშვნელი სიტყვიდან – რაგვიდან – მომდინარეობს.[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 200 მ., ლანჩხუთიდან 6 კმ. სოფელში არის გურიელის, თავისუფლებისა და მშვიდობის ქუჩები.[3] სოფელში მოდის ჩაი, ციტრუსი, ტუნგი, დაფნა.
გამოქვაბული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, ორაგვისღელის მარცხენა მხარეს, კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მარჯვნივ არის სამგანყოფილებიანი გამოქვაბული, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვრელებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძარი ძველად ქვით ყოფილა აგებული, მაგრამ სიძველის გამო დანგრეულა, შემდეგ კი ხის აუშენებიათ. მისი სამრევლო 15 კომლს აერთიანებდა.[4] ორაგვეში იდგა გრიგოლ გურიელის სახლი და ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში მუშაობდა 1887 წლის აპრილიდან 1888 წლის ნოემბრამდე ეგნატე ნინოშვილი და აქ დაიწყო მან დაწერა რომანისა „ჯანყი გურიაში“.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1908[5] | 212 |
| 1911[6] | |
| 2002 | |
| 2014 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადმინისტრაციული შენობა
- მეორე მსოფლიო ომის მემორიალი
- ჩანჩქერი
- სოფლის ერთ-ერთი ქუჩა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 67, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ მაჩხვარეთში ქუჩებს სახელები დაერქვა, გაზეთი „გურიის მოამბე" 7.05.2012. N18 გვ.2
- ↑ თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 83 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
| ||||||||||