ხაჯალია
სოფელი | |||
---|---|---|---|
ხაჯალია | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნიგვზიანი | ||
კოორდინატები | 42°03′35″ ჩ. გ. 41°52′52″ ა. გ. / 42.05972° ჩ. გ. 41.88111° ა. გ. | ||
დაარსდა | 1871 | ||
ცენტრის სიმაღლე | 40-120 მ | ||
მოსახლეობა | 1018[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
ხაჯალია — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგვზიანის თემში. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა[2]
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარეების სვიანის და ხირხილის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 40 მ., ლანჩხუთიდან 17 კმ., ჯუმათის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ. სოფლის დაბლობ ნაწილს თაღარა ჰქვია. გორაკ-ბორცვიან ზოლში გამოიყოფა ნასტეფნარის, წიაღუბნის და ჯიხანჯირის წყალგამყოფი სერები. მათ შორის მდებარეობს მდინარეების სვიანას, ფეხსაბანას და ხირხილას ხეობები. აღნიშნული მდინარეები მიეკუთვნებიან მდინარე ფიჩორის აუზს. სოფლის ტერიტორია აგებულია ნეოგენისა და მეოთხეულის დანალექი ქანებით.
სოფლის ტერიტორიის დიდი ნაწილი კოლხეთის დაბლობის ტყის და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს უჭირავს დამახასიათებელი ყვითელმიწა, ალუვიური და ტყის ყომრალი ნიადაგებით. პოლიდომინანტური ტყეები ძირითადად გვხვდება გორაკბორცვიან ზოლში. 1990-2003 წლებში ადგილი ჰქონდა ტყის მასობრივ გაჩეხვას, რის გამოც გაძლიერდა მეწყრული პროცესები.
კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. მიკროკლიმატური განსხვავება შეიმჩნევა სოფლის დაბლობ და გორაკბორცვიან ზოლს შორის. ზაფხული ზომიერად ცხელია., ზამთარი - თბილი. ნალექების საშუალო რაოდენობა 1800-2000 მმ-ია. უხვნალექიანი თვეა ოქტომბერი. მცირე ნალექებით გამოირჩევა მაისი. თოვლის საფარი არის მცირე და რამდენიმე დღის შემდეგ ქრება.
სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის სასარგებლო წიაღისეული სიმდიდრეებით ღარიბია. მცირე რაოდენობით ამოდის ბუნებრივი აირი, რომელიც არ გამოიყენება. სოფელში არის წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს. მდინარეებში მოიპოვება საკმაო რაოდენობით ღორჯო, კიბორჩხალა, ქაშაყი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხაჯალია გურიელების საბატონიშვილო მამულს წარმოადგენდა. შედიოდა ჯურუყვეთის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში რკინიგზის სადგურის გაყვანამ გაზარდა სოფლის მოსახლეობის რაოდენობა. 1910 წელს სოფელში გაიხსნა სკოლა.1920 წელს შეიქმნა ნიგვზიანის თემი, როელშიც შევიდა სოფლები ებალაური და ხაჯალია.[3] სოფელი იყო დაფარული ბუჩქნარით, უვარგისი გზებით, იდგა ისლითა და ჭილით დაფარული ქოხები. სოფელში მოჰყავდათ ერთწლიანი კულტურები: სიმინდი, ლობიო, ბრინჯი, ღომი. საბჭოთა მმართველობის დროს სოფელში დაიწყო ტექნიკური კულტურების მოყვანა: ჩაი, ციტრუსები, ტუნგი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 500 | ||
1911[5] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014[1] | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 449.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ გურიის ერობის მოამბე N14 გვ.4 — 11 აპრილი 1920
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|