ეწერი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ეწერი | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯურუყვეთი |
კოორდინატები | 42°04′00″ ჩ. გ. 41°57′05″ ა. გ. / 42.06667° ჩ. გ. 41.95139° ა. გ. |
დაარსდა | წინაფეოდალური ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 75 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეწერი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის თემში (სოფლები: ბაღლები, ეწერი, ჯურუყვეთი). სოფელში არის მშენებარე მართლმადიდებლური ეკლესია. სოფელში დგას ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე ლესისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 75 მ., ლანჩხუთიდან 9 კმ., ჯურუყვეთიდან 1 კმ. სოფელში გადის ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ტერიტორია დასახლებულია წინაფეოდალური ხანიდან. 1960-იანი წლებში სოფელში აღმოჩნდა კირქვის ბლოკები, კერამიკის, კრამიტის და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები. მათ შორის იყო ქვა წარწერით „ქრისტე შეიწყალე იოანე ბერი“. წარწერა შესრულებულია კუთხოვანი ასომთავრულით, რომელშიც ნუსხურიც ურევია. ამ ადგილას იდგა X-XI სს. ეკლესია თავისი სამაროვნით.[2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 126.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 259.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ აფხაზავა ნ., გოცაძე მ. „ძველი ქართული წარწერა ეწერიდან“ — გაზეთი „კომუნისტური შრომა“ 19 მაისი, 1982
|