წყალწმინდა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
წყალწმინდა | |
![]() თევზის ბაზარი წყალწმინდაში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ღრმაღელე |
კოორდინატები | 42°00′38″ ჩ. გ. 41°47′00″ ა. გ. / 42.01056° ჩ. გ. 41.78333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 94,2 %, რუსები 3,8 %, სომხები 1,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
წყალწმინდა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში (სოფლები: ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, მდინარის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 მ., ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], სტადიონი, ეკლესია, პოლიციის განყოფილება, რესტორნები, თევზის ბაზარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1897 წელს სოფელში დაარსდა ერთკლასიანი სკოლა.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეციტრუსეობა. მოქმედებდა ბავშვთა რესპუბლიკური კარდიოლოგიური სანატორიუმი „ყვავილნარი“. 1999 წლის 17 აპრილს წყალწმინდაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1352 |
2014 | ![]() |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 362.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2018-12-25.
- ↑ გაზეთი „ივერია“, N164, გვ. 4 12 აგვისტო 1897
|