გიორგი გურიელი
იერსახე

გიორგი ლევანის ძე გურიელი (დ. წ. უცნობია, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 ნოემბერი, 1853, სოფ. შეკვეთილი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1853).
მონაწილეობდა რუსეთ-ირანისა (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებში. დაიღუპა ყირიმის ომის (1853–56) დასაწყისშივე, ოსმალების მიერ შეკვეთილის ციხის აღების დროს მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 217.