შინაარსზე გადასვლა

შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შრომისუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
შრომისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩოჩხათი
კოორდინატები 42°01′48″ ჩ. გ. 41°51′52″ ა. გ. / 42.03000° ჩ. გ. 41.86444° ა. გ. / 42.03000; 41.86444
ადრეული სახელები ოკვანე
ცენტრის სიმაღლე 35
მოსახლეობა 350[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,3 %
სომხები 0,6 %
აფხაზები 0,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
შრომისუბანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

შრომისუბანისოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მდინარე შუთის პირას. ზღვის დონიდან 35 მ., ლანჩხუთიდან 26 კმ, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე.

სოფლის ძველი სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მდინარიდან, რომელიც სოფელში მოედინება. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. სოფელში დგას ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელში დგას XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 350 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 588 294 294
2014[1] 350 172 178
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II