მოედანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
მოედანი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჩოჩხათი |
| კოორდინატები | 42°00′34″ ჩ. გ. 41°52′50″ ა. გ. / 42.00944° ჩ. გ. 41.88056° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 10 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მოედანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირას, ზღვის დონიდან 10 მ, ლანჩხუთიდან 28 კმ., სუფსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ., შრომისუბნიდან (უახლოესი სკოლა) 1,5 კმ. სოფელში მდებარეობს ორკარის კანიონი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კათოლიკე მისიონერებს სოფლის ტერიტორიაზე ძველად ხეხილის ბაღები ჰქონდათ გაშენებული. აქ იმართებოდა რელიგიური დღესასწაული - „ღვთისმშობლობა“ და ბაზრობა. ამ ადგილს მოედანს უწოდებდნენ, შემდეგ სახელწოდება აქ გაშენებულ სოფელსაც შერჩა. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეციტრუსეობა, მეხილეობა.
მოედნის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ეკლესია გეგმით ჯვარ-გუმბათოვანი იყო და ჰქონდა სამი მრგვალი აბსიდი აღმოსავლეთ მხარეს და ოთხი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბურჯი. მკვლევარების ვარაუდით ის X-XI საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ეკლესია დაანგრიეს 1921 წელს. ეკლესიის ავთენტური დეტალები აღარ არის შემორჩენილი. 2016 წელს დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა.[2]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002 | 439 | ||
| 2014 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 64.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20936
| ||||||||||