გრიგოლეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
გრიგოლეთი
ტიპური კოტეჯები გრიგოლეთში
ტიპური კოტეჯები გრიგოლეთში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი სუფსა
კოორდინატები 42°02′13″ ჩ. გ. 41°44′21″ ა. გ. / 42.03694° ჩ. გ. 41.73917° ა. გ. / 42.03694; 41.73917
ზღვის დონიდან 3
მოსახლეობა Increase2.svg 286[1] კაცი (2014)
გრიგოლეთი (საქართველო)
Red pog.svg
გრიგოლეთი (გურიის მხარე)
Red pog.png

გრიგოლეთისოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 3 მ. ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსიდან 7 კმ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2. სოფელში დგას გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი. სოფლის ტერიტორიაზე არის ტორფის საბადო.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლეთი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. კურორტს გააჩნია პროფილაქტიკური, პულმონოლოგიური და ნევროლოგიური პროფილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლეთი ჩოჩხათის სამოურავოში, შემდეგ კი ჩოჩხათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. XVIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV გურიელმა წყალობის წიგნით ბეჟია, მამუკა და პეპე თავართქილაძეებს უბოძა გრიგოლეთის მებაჟეობა

ვიკიციტატა
„ჩვენ ბატონმან გურიელმან გიორგიმ, შენ თავართქილაძეს ბეჟიას, და შენ შვილს მამუკას და პეპეს გიბოძეთ გრიგოლეთის მებაჟეობა: რაც უნდა მოხდეს ყველას ბაჟს შენ აიღებდე და მომიტანდე, შენ სარგებელს შენთვის აიღებდე“

თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე გიორგი III გურიელის დროს, 1784 წელს მდინარე სუფსის მარჯვენა მხარე საბატონიშვილოდ გამოეყო ვახტანგ III გურიელს. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და მალთაყვაში.

1841 წლის 20-23 აგვისტოს გრიგოლეთში, დედაბერას წყლებთან გაიმართა ბრძოლა გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც დავით დადიანი მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1886 წელს გრიგოლეთში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე.[2] საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ნ. ხოშტარია, „ურეკის არქეოლოგიური გამოკვლევები“ მასაალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის ტ 1, N8, გვ. 50 — ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, 1952 წ.