ახალსოფელი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფელი.
სოფელი
ახალსოფელი
ბაქანი კოლშრომა.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი სუფსა
კოორდინატები 42°03′18″ ჩ. გ. 41°50′18″ ა. გ. / 42.05500° ჩ. გ. 41.83833° ა. გ. / 42.05500; 41.83833
დაარსდა 1890
ცენტრის სიმაღლე 35 - 110 მ
კლიმატის ტიპი ნოტიო სუბტროპიკული
მოსახლეობა Decrease2.svg 811[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
საფოსტო ინდექსი 2812
ახალსოფელი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალსოფელი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ახალსოფელი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ახალსოფელი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

ახალსოფელი[2] — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში ცხოვრობა 938 ადამიანი. თუმცა, შეუქცევადი მიგრაციული პროცესის გამო, სოფლის მოსახლეობა მცირდება. მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა ქართველია. უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი კი - მუსლიმი. სოფელის ცენტრში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა[3] და საბავშვო ბაღი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალსოფელი მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 35 მ - 110 მ. სოფლის რელიეფი ძირითადად ორი ტიპისგან შედგება: ჩრდილოეთით - ვაკე და სამხრეთით - გორაკ-ბორცვოვანი, რომელსაც ჰყოფს მდ. ფიჩორის აუზის რამდენიმე ვიწროხეობიანი ღელე; მათ შორის უდიდესია "ბუჟღელე", რომელის სახელიც ბუს ღელედანაა მიღებული, ადგილობრივი მეტყველების გავლენით. ღელეების აუზებს ერთმანეთისგან წყალგამყოფი სერები გამოყოფენ. გურიის სერის, რომელიც მდ. რიონისა და მდ. სუფსის წყალგამყოფია, უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი კალთები სოფლის ტერიტორიაზე სრულდება და კონტრასტულ ლანდჩაპტს ქმნის კოლხეთის დაბლობისთვის დამახასიათებელ ბუნებასთან.

სოფლისთვის დამახასიათებელია ალუვიური, ყვეთელმიწა და ყომრალი ნიადაგის ტიპები, რომლებიც აგებულია ნეოგენური (მესამეული) და ანთროპოგენური (მეოთხეული) დანალექი ქანებით. რელიეფის თავისებურებებიდან გამომდინარე, ხშირია მსუბუქი მეწყრული პროცესები, რასაც ხელს უწყობს ფერდობების მასიური კაფვა მოსახლეობის მიერ.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიიის ჩრდილოეთ ნაწილი კოლხეთის დაბლობის ტყის, ხოლო სამხრეთ ზოლი შერეული (პოლიდომინანტური) ტყითაა დაფარული. ყველაზე გავრცელებული ხეა მურყანი (ადგ. "თხემლა"). ასევე, ტყეებში წარმოდგენილია თელა, კოპიტი, მუხა, ცხემლა, ნეკერჩხალი, თუთა და მისთ. ტყის საფარი ხშირად გაუვალია, რადგან გახლართულია ლიანებით (ადგ. "ინგრეხა"). ქვეტყეს ქმნის ჭიაფერა, ანწლი, ჭილოფი, გვიმბრა, და სხვა.

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტყეები ადრე მდიდარი იყო და მასში ირემიც კი ბინადრობდა, რომელიც ახლა სრულებით არ გვხდება ტყეების არასათანადო მოვლისა და წლების განმავლობაში წესების გარეშე ნადირობის გამო. ამოწყვეტას გადაურჩა, მაგრამ დღესითვის მცირე რაოდენობით გვხვდება ევროპის შველი, ჩლიქოსნებიდან გვხვდება გარეული ღორი, მტაცებლებიდან – მგელი და ტურა. წინათ დიდი რაოდენობით ცხოვრობდა ფოცხვერი, მაგრამ იგი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გვხვდება, კვერნების ოჯახიდან – ამიერკავკასიის მაჩვი, ტყის კვერნა, წავი, როგორც დაბლობის, ასევე მთიანი ზონის ტყეებში ცხოვრობს კავკასიის კურდღელი. აკლიმატიზირებული ცხოველებიდან გამოირჩევა ნუტრია, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან შემოიყვანეს და რაიონის ტერიტორიაზე ახლა დიდი რაოდენობით გვხვდება. მალარიის კოღოს  წინააღმდეგ  ბრძოლის საქმეში დიდი როლი ითამაშა ცოცხალმშობიარე თევზმა "გამბუზიამ".

ძლიერ იგრძნობა გარეული და სეზონურად გადამფრენი ფრინველების (გარეული იხვი, მწყერი, გარეული ქათამი) მრავალფეროვნება. წარსულში სოფლის ტერიტორიის მეტი ნაწილი წარმოადგენდა გაუვალ ტყესა და დაჭაობებულ ადგილებს, ახლა კი მათი ადგილი დაიკავეს დასახლებამ, ბაღებმა და სხვა მრავალმა ბიოტოპმა, რამაც შექმნა სასურველი გარემო ისეთ ფრინველთათვის, როგორებიცაა: წივწივები, მინდვრისა და სახლის ბეღურები, ჩიტბატონები, შაშვები, ბუზიჭერიები, მერცხლები და სხვა. სოფელში გავრცელებულია შემდეგი ფრინველები: სახლის ბეღურა, მერცხალი, შაშვი, მინდვრის ბეღურა, სკვინჩა, წივწივა, ჩიტბატონა, ღაჟო, ბოლოქანქარა (ადგ. "მაბზაკუნა"), კულუმბური, ჭივჭავი, ბულბული, ჭინჭრაქა, ჩხიკვი, ყვავი, წიწყანა, თოხიტარა, ჭყვინტა, მეჩალია, მოლაღური და ქინქლი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალსოფელი, ზღვასთან სიახლოვის გამო, ნოტიო სუბტროპიკული ჰავით (Cfa) და შესაბამისი ფლორით ხასიათდება. ნალექების მაჩვენებელი და ტენიანობა მაღალი მთელი წლის განმავლობაში. ზაფხული ზომიერად ცხელია, ზამთარი კი - ზომიერად ცივი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14.4 °C, ნალექი კი - 1983 მმ. [4]

საშუალო თვიური ტემპერატურა °C[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ცხელი პერიოდია ივლისი-აგვისტო (საშუალო თვიური ტერმპერატურა 23°C), ხოლო ყველაზე ცივი პერიოდია იანვარი-თებერვალი (საშუალო თვიური ტერმპერატურა 6-7°C). ზამთარში ყივნა იშვიათი და სუსტია, მაგრამ არის გამონაკლისებიც. თოვლი საკმაოდ იშვიათია და რამდენიმე დღეში დნება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირია უაეცარი ძლიერი ტროპიკული წვიმა, რომელიც სწრაფად წევს წლის დონეს მცირე ღელეებში და იწვევს მოსახლეობის საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დატბორვას.

საშუალო თვიური ნალექი (მმ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალექების რაოდენობა ყველაზე დაბალია მაისში (74 მმ), ხოლო ყველაზე მაღალი - დეკემბერში (219 მმ). ძლიერი წვიმები დამახასიათებელია წლის მშრალ პერიოდშიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე სოფლის ისტორია უკავშირდება სამტრედია-ბათუმის სარკინიგზო ხაზის გაყვანას. პირველი მუდმივი დასახლება სოფელში გამოჩდნა 1890-იან წლებში. მანამდე სოფლის ტერიტორია გამოიყენებოდა მახლობელი მთიანი სოფლების მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. სოფლის გვიანდელ პერიოდში დაარსების გამო, მას "ახალისოფელი" ეწოდა. გასაბჭოებისას სოფლის რკინიგზის სადგურს "კოლშრომა" უწოდეს.

სოფლის ტერიტორიაზე, უკიდურეს სამხრეთით, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ნაციხარას" უწოდებს. ივარაუდება, რომ ციხე უკავშირდებოდა ციხის დიდ კომპლექსს (ჯიხანჯირი - ზან. ციხის ძირი) და წამოადგენდა კარგად გამაგრებულ და მომარაგებულ საფორტიფიკაციო ნაგებობას. დეტალური გამოკვლევა ჯერჯერობით ჩატარებული არ არის.

სოფელში გავრცელებული ზანური ტოპონიმიკის ელემენტებით თუ ვიმსჯერებთ, ადრეული დასახლება აქ ორი ქართველური ენის თანაცხოვრების პერიოდში უნდა არსებულიყო. სოფლის ერთ-ერთი ქვა-ღორღიანი უბნის დასახელებაა "ქვაშკიანა", რაც ზანურიდან (მეგრულ-ლაზური) ითარგმნება როგორც ქვის ქვეყანა, სოფლის ტერიტორიაზე გურიის სერის ერთ ნაწილს, რომელიც შედარებით ციცაბოა, ეწოდება "კიბულა", ზანურიდან - დაკიდული.

ს12 - სამტრედია-გრიგოლეთი.png

მიუხედავად ისტორიული ჰიპოთეზებისა, სოფლის ოფიციალური ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, მეზობელი მთა-გორიანი სოფლებიდან მიგრაციის გამო გაჩენილი მოსახლეობის ხარჯზე. 1990 წლებიდან მოყოლებული სოფელში ცხოვრობენ ეკომიგრანტები აჭარიდან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. მოჰყავთ როგორც ერთწლიანი (სიმინდი, სოიო, ლობიო) და ბოსტნეული, ასევე მრავალწლიანი კულტურები (ციტრუსი, კივი, თხილი, ტყემალი, ალუბალი, ქლიავი, მსხალი, ვაშლი, მუშმალა, წყავი). ფართოდაა გავრცელებულია მეცხოველეობა. სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სეზონურად საქმდება ახლომდებარე ურბანულ ზონებში. ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე კერძო სამშენებლო მასალების საწარმო.

ტრანსპორტი და კომუნიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 5 კმ-ის მანძილზე და ძირითადად წარმოდგენილია ორი პარალელური დასახლებული რიგით, რომელთა შორისაც გადის საავტომობილო გზა და რკინიგზა. სოფლის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-მახინჯაურის რკინიგზის ხაზი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 (თბილისი-ბათუმი). სოფლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს კვეთს სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული გზაც.

საავტომობილო გზით და რკინიგზით გაყოფილი სოფელი ერთმანეთთან 2 არარეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელითაა დაკავშირებული. სოფლიდან უახლოეს ზღვის სანაპირობმდე (გრიგოლეთი) მანძილი 7 კმ-ია, მუნიციპალურ ცენტრამდე (ლანჩხუთი) - 17 კმ, თბილისამდე - 316 კმ, ბათუმამდე - 62 კმ, ქუთაისამდე - 99 კმ, ურეკი - 12 კმ, ოზურგეთამდე - 36 კმ, ბახმარომდე - 101 კმ. სოფელში არის მუნიციპალური მნიშვნელობის რკინიგზის სადგური, რომელსაც საბჭოთა ეპოქიდან "კოლშრომას" უწოდებენ. რკინიგზის სადგურზე ჩერდება ოზურგეთი-თბილისის ღამით მოძრავი და ბათუმი-ქუთაისის საგარეუბნო მოძრაობის შემადგენლობები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 879
2014[1] Decrease2.svg 811

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]