სუფსა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
სუფსა | |
საავტომობილო გზატკეცილების გზაჯვარედინი სუფსაში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სუფსა |
კოორდინატები | 42°02′29″ ჩ. გ. 41°48′42″ ა. გ. / 42.04139° ჩ. გ. 41.81167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 7 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,2 % სომხები 1,1 % უკრაინელები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სუფსა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სუფსა, ახალსოფელი, გრიგოლეთი, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 7 მ. სოფელში დგას ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია, არის საბავშვო ბაღი, სამუსიკო სკოლა, საჯარო სკოლა.[2]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დასახლება გაჩნდა 1883 წელს ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ, რკინიგზის სადგურის ირგვლივ. 1890-იან წლებში სუფსაში იყო ხე-ტყის საწყობი. სუფსაში ცხოვრობდა ტელემაკ გურიელი. ამჟამად მისი სასახლის ერთი სვეტი სუფსის საჯარო სკოლის შენობაშია მოქცეული. 1895 წელს ტელემაკ გურიელს სუფსაში სტუმრობდნენ მარჯორი და ოლივერ უორდროპები.[3] 1896 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.[4] 1911 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 3000 ადამიანი იყო გაწევრებული.[5] საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ტორფის ქარხანა.
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუფსაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო და სამუსიკო სკოლები, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი.
მდ. სუფსის მარცხენა ნაპირზე განლაგებულია სუფსის ნავთობტერმინალი, რომელიც ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა და წარმოადგენს ბაქო-სუფსის მილსადენის დაბოლოებას. ტერმინალის სასაწყობე ავზების მთლიანი მოცულობა 160 000 კუბური მეტრია. ოთხივე ავზი თანაბარი ზომისაა. სასაწყობე ავზების ავსების შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება მილსადენების მეშვეობით ხდება სანაპიროდან მოცილებულ ტანკერებზე.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[6] | 381 | ||
1911[7] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვალერიან კანდელაკი — დრამატურგი
- ტარიელ ჭანტურია — პოეტი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 615.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
- ↑ შარაძე, გ., ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1984. — გვ. 446-447.
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|