ჯუნეწერი
სოფელი | |
---|---|
ჯუნეწერი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გვიმბალაური |
კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 42°00′58″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 42.01611° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯუნჯუათი |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჯუნეწერი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გვიმბალაურის თემში (სოფლები: გვიმბალაური, ჯუნეწერი). მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის სისტემა) ნაპირებზე, გურიის ქედის ჩრდილოეთ კლათის ძირას, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 3 კმ. სოფლის ძველი სახელწოდებაა ჯუნჯუათი. სოფელში 4 ქუჩაა: დავით ბოლქვაძის, წმინდა ლაზარეს, ჯაბელის და სერგო ბარამიძის.[2]
სოფელში არის ჯუნჯუათის მერკელიანი კირქვის საბადო, რომელიც კირის დასამზადებლად გამოიყენება.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში იდგა მაცხოვრის ეკლესია, ნაგები ქვით, ირგვლივ ქვის გალავნით. აქ ინახებოდა მამია გურიელის შეწირული მაცხოვრის ხატი. მისი სამრევლო მოიცავდა 37 კომლს.[3] 1916 წელს ჯუნჯუათში გაიმართა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია ნოე ჟორდანიას ხელმზღვანელობით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის დამარცხების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. საბჭოთა დროს სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 581 | ||
1911[5] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ალექსანდრე ბარამიძე — ფილოლოგი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580-581.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „გურიის მოამბე", 13.2.2012., N6 გვ. 5
- ↑ *ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 83, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|