ქვემო შუხუთი
სოფელი | |
---|---|
ქვემო შუხუთი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შუხუთი |
კოორდინატები | 42°04′28″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.07444° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. |
დაარსდა | II საუკუნე |
პირველი ხსენება | 1708 |
ადრეული სახელები | შუხუთი |
ცენტრის სიმაღლე | 15 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო შუხუთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შუხუთის თემის ცენტრი: (სოფლები: ქვემო შუხუთი, ზემო შუხუთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მ., ლანჩხუთიდან 3 კილომეტრი. სოფლის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის - საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12–ის მონაკვეთი. სოფელში არის საჯარო სკოლა, სოფელში ჩამოედინება მდინარე უკანღელე. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1642 |
2014 | 1248 ![]() |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვემო შუხუთი მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფლის სამხრეთით საირაოს ქედის ჩრდილოეთით დადასტურებულია წმ .გიორგის მონასტრის ნანგრევები, ე.წ. გორისგვერდზე. რომელიც ამჟამად სასაფლაოს ტერიტორიაზე არის.
სოფელში ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა ერთნავიანი ბაზილიკას კვალი, რომელიც V-VI საუკუნეებით არის დათარიღებული. ეკლესია მაცხოვრის სახელობისა იყო, თუმცა აღდგენის შემდეგ მას წმ. ნიკოლოზის სახელი მიენიჭა. ეკლესიას გარს გალავანი აკრავს.
სოფელში არის ასევე ღვთისმშობლის შობის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები, რომელიც 1920-იან წლებში დაანგრიეს. გადმოცემის თანახმად ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარი იყო გურიასა და დასავლეთ საქართველოში. მის გუმბათზე ასასვლელად საჭირო ყოფილა 49 საფეხურის ავლა. ტაძრის გარშემო არის სოფლის მთავარი სასაფლაო.
სოფლის სამხრეთით, საირაოს ქედის ჩრდილოეთით აღმოჩენილ იქნა შუხუთის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური ნაშთები. ამჟამად ძეგლი შემორჩენილი არ არის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
|