ზემო შუხუთი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო შუხუთი | |
|
ზემო შუხუთის ცენტრი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | გურიის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | შუხუთი |
| კოორდინატები | 42°04′41″ ჩ. გ. 42°05′41″ ა. გ. / 42.07806° ჩ. გ. 42.09472° ა. გ. |
| ადრეული სახელები | შუხუთი |
| ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო შუხუთი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, შუხუთის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ-ზე., ლანჩხუთი-ჯაპანას საავტომობილო გზაზე, ლანჩხუთიდან 5 კმ., ქვემო შუხუთიდან 2 კმ.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზემო შუხუთში ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია წმ. მარინეს სახელობის ტაძრის ნანგრევები, რომელიც 1920-იან წლებში ააფეთქეს. ეკლესიის სამხრეთ კედელი შემორჩენილის 2-3 მ-ის სიმაღლეზე და მასში მოთავსებული კარით. დანარჩენი სამი მხარე 1 მ-ის სიმაღლემდე იკითხება. ტაძარი თავისი ფორმებით ერთნავიანი ბაზილიკაა. ტაძრის ნანგრევები მდებარეობს დოფლის აღმოსავლეთით, შემაღლებულ გორაზე, გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
| ||||||||||