შინაარსზე გადასვლა

ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ტელმანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი აცანა
კოორდინატები 42°02′30″ ჩ. გ. 42°03′30″ ა. გ. / 42.04167° ჩ. გ. 42.05833° ა. გ. / 42.04167; 42.05833
ადრეული სახელები შრომისუბანი
ცენტრის სიმაღლე 130
მოსახლეობა 204[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ტელმანი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი)

ტელმანისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში. მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აცაურას მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 130 მ., ლანჩხუთიდან 10 კმ., აცანადან 3 კმ. სოფელში გადის შუხუთი-ნასაკირალის საავტომობილო გზა, საავტობუსო მიმოსვლით დაკავშირებულია ლანჩხუთთან და ოზურგეთთან, სოფელში არის სტადიონი, მართლმადიდებლური ეკლესია, საოჯახო სასტუმრო.

სოფლის ძველი სახელწოდებაა შრომისუბანი. სოფელში XIX საუკუნეში განვითარებული იყო მეთუნეობა. საბჭოთა კავშირის დროს კი მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ამავე პერიოდში სოფელს სახელი ეწოდა გერმანელი პოლიტიკოსის ერნსტ ტელმანის პატივსაცემად.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002306
2014 204
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.