ჩემი წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩემი წიგნი
ავტორი საზოგადოებრივი მაუწყებელი
ეფუძნება The Big Read
რეჟისორი კახა ბუხრაშვილი
წამყვანი რატი ამაღლობელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 1
ეპიზოდი 20
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი თამარ მშვენიერაძე, მერი შეხაშვილი, თამარ თავაძე
მონტაჟი დავით პაპუნაშვილი, დავით მეფარიშვილი
რედაქტორ(ებ)ი ნიკა წერეთელი
ხანგრძლივობა 50 წუთი
პირველად ეთერში იანვარი, 2014
საიტი


“ჩემი წიგნი” — მსოფლიოში ცნობილი შოუ Big Read-ის ქართული ანალოგი, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა და ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებელმა-ის ეთერში პირველად 2014 წლის იანვარში გავიდა ეთერში. Big read-ის ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომლის გამარჯვებული 2003 წელს ტოლკინის "ბეჭდების მბრძანებელი" გახდა.

„ჩემი წიგნი“ BBC-ის პროექტია და მისი წამყვანი რატი ამაღლობელია.[1] გადაცემის პროდიუსერი, ქეთი კაპანაძე ამბობს, რომ "ჩემი წიგნი"-ს მთავარი მიზანი მკითხველისთვის წიგნის შეყვარება, წიგნის კლუბების შექმნა და გამომცემლობისთვის ხელშეწყობაა.

გადაცემაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ „პირველი არხის“ საიტზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ და საყვარელი წიგნების სამეული შეადგინონ. კაპანაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათას 500 აპლიკაციაა შევსებული. მაყურებელი სასურველ წიგნს თავად შეარჩევს. გადაცემაზე 6 ადამიანი მუშაობს. როგორც ქეთი კაპანაძე ამბობს, საერთო ჯამში 9 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ინფორმაციაზე პასუხსიმგებელი პირის მიერ 2014 6 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცემის საერთო ხარჯი 7 ათას 450 ლარია, საიდანაც უდიდესი ნაწილი (7 ათას 300 ლარი) თანამშრომლების ყოველთვიური ანაზღაურების გასაცემად იხარჯება. მაუწყებელს გადაცემის სტუდიის დასამზადებლად ფინანსური რესურსი არ დაუხარჯავს.

მაყურებლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეარჩიეს საყვარელი წიგნები, რომელთა რიცხი ჯერ 60 და შემდეგ თხუთმეტამდე შემცირდა. გამარჯვებული მომღერალი და არაპროფესიონალი მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" გახდა.

საუკეთესო 15 წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი ავტორი წელი
მშვიდი ცურვა ირაკლი ჩარკვიანი 2006
ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი მარკ ტვენი 1884
განძის კუნძული რობერტ ლუის სტივენსონი 1883
სამი მუშკეტერი ალექსანდრე დიუმა 1844
იდიოტი ფიოდორ დოსტოევსკი 1869
99 ფრანკი ფრედერიკ ბეგბედერი 2000
შერლოკ ჰოლმზის თავგადასავალი ართურ კონან დოილი 1892
დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბი 1975
თამაში ჭვავის ყანაში ჯერომ სელინჯერი 1951
ჯადოსნური მთა თომას მანი 1924
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ჯოან როულინგი 1997
სამი მეგობარი ერიხ მარია რემარკი 1936
პატარა პრინცი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი 1943
ჯაყოს ხიზნები მიხეილ ჯავახიშვილი 1924
სამოსელი პირველი გურამ დოჩანაშვილი 1975

დანარჩენი 45 წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნი ავტორი წელი
შაგრენის ტყავი ონორე დე ბალზაკი 1831
გადაფრენა მადათოვზე და უკან აკა მორჩილაძე 1998
უმანკოების მუზეუმი ორჰან ფამუქი 2008
სუნამო პატრიკ ზიუსკინდი 1985
პროცესი ფრანც კაფკა 1925
მისტერიები კნუტ ჰამსუნი 1892
გზაზე ჯეკ კერუაკი 1951
ბეჭდების მბრძანებელი ჯონ ტოლკინი 1954
კლოუნის თვალთახედვა ჰაინრიხ ბიოლი 1963
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა კენ კიზი 1962
მოხუცი და ზღვა ერნესტ ჰემინგუეი 1952
პლატფორმა მიშელ უელბეკი 2001
მექანიკური ფორთოხალი ენტონი ბერჯესი 1962
გველის პერანგი გრიგოლ რობაქიძე 1926
ანტონიო და დავითი ჯემალ ქარჩხაძე 1987
ვარდის სახელი უმბერტო ეკო 1980
გმირთა ვარამი ლევან გოთუა 1962
შიმშილის თამაშები სიუზენ კოლინზი 2008
ანა კარენინა ლევ ტოლსტოი 1977
დონ კიხოტი მიგელ დე სერვანტესი 1615
უცხო ალბერ კამიუ 1942
კლასობანა ხულიო კორტასარი 1966
მებრძოლთა კლუბი ჩაკ პალანიკი 1996
ხმაური და მძვინვარება უილიამ ფოლკნერი 1929
საბრალონი ვიქტორ ჰიუგო 1862
დორიან გრეის პორტრეტი ოსკარ უაილდი 1890
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან ოთარ ჭილაძე 1976
ზამთარი ჩვენი მღელვარებისა ჯონ სტეინბეკი 1961
ჯეინ ეარი შარლოტ ბრონტე 1847
451º ფარენჰაიტით რეი ბრედბერი 1953
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი ნოდარ დუმბაძე 1960
მარტოობის ასი წელიწადი გაბრიელ გარსია მარკესი 1967
ჰომო ფაბერი მაქს ფრიში 1957
მისის დოლოვეი ვირჯინია ვულფი 1925
ნუ მოკლავ ჯაფარას ჰარპერ ლი 1960
ოსტატი და მარგარიტა მიხეილ ბულგაკოვი 1967
ბუზთა ბატონი უილიამ გოლდინგი 1954
1984 ჯორჯ ორუელი 1949
ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე მილან კუნდერა 1984
გოდოს მოლოდინში სემიუელ ბეკეტი 1953
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა კონსტანტინე გამსახურდია 1939
ტრამალის მგელი ჰერმან ჰესე 1927
ჯინსების თაობა დათო ტურაშვილი 2008
მარტინ იდენი ჯეკ ლონდონი 1909
ულისე ჯეიმზ ჯოისი 1922

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-11-11.