ხულიო კორტასარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხულიო კორტასარი
Cortázar.jpg
დაბ. თარიღი 26 აგვისტო 1914(1914-08-26)[1][2]
დაბ. ადგილი იქსელი
გარდ. თარიღი 12 თებერვალი 1984(1984-02-12)[1][2] (69 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი[3]
ფსევდონიმი Julio Denis
საქმიანობა ენათმეცნიერი, სცენარისტი, რომანისტი, ესეისტი, მთარგმნელი, პოეტი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, დრამატურგი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
Flag of Argentina.svg არგენტინა
ალმა-მატერი ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი
ჟანრი მაგიური რეალიზმი და პოეზია
Magnum opus კლასობანა
ჯილდოები მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის
მეუღლე კეროლ დანლოპი, უგნე კარველისი და აურორა ბერნარდესი
ხელმოწერა Julio Cortázar signature.svg
Julio Cortázar ვიკისაწყობში

ხულიო ფლორენსიო კორტასარი (ესპ. Julio Florencio Cortázar) (* 26 აგვისტო, 1914, ბრიუსელი, ბელგია; გ. 12 თებერვალი, 1984, პარიზი, საფრანგეთი) - არგენტინელი მწერალი და მოაზროვნე. სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხულიო კორტასარი დაიბადა 1914 წლის 26 აგვისტოს ბრიუსელში, სადაც მისი მშობლები მამის მივლინების დროს იმყოფებოდნენ. როგორც თავად აღნიშნავდა ეს იყო "ტურიზმისა და დიპლომატიის ნაყოფი"[4]. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და შექმნილი ვითარების გამო ოჯახი იძულებული გახდა 1918 წელს არგენტინაში დაბრუნებულიყო. მამამ ოჯახი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მალევე მიატოვა, ხულიომ ბავშვობა ბუენოს-აირესის მახლობელ ბამფილდში გაატარა. გაიზარდა ქალთა გარემოცვაში (დედასთან, დეიდასთან, ბებიასთან და მასზე ერთი წლით უმცროს დასთან ერთად), ამ გარემოებამ ძლიერი ზეგავლენა იქონია მისი მომავალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე, მან არაერთხელ გაიბრძოლა გაბატონებული მატრიარქატის წინააღმდეგ.

წერა 9 წლის ასაკში დაიწყო. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა მასწავლებელთა საშუალო სკოლაში გააგრძელა (Escuela Normal de Profesores Mariano Acosta). 1932 წელს მიიღო ლიტერატურის მასწავლებლის სტატუსი. ბიოგრაფ მონტეს-ბრედლის თანახმად, მასწავლებლად მუშაობდა ბუენოს აირესის პროვინციის მინიმუმ ორ სკოლაში. 1935 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ჩააბარა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, სადაც ეკონომიკური პრობლემების გამო მხოლოდ ორი წელი შეძლო სწავლა. თავდაპირველად ხულიო თავის ნაშრომებს "ხულიო დენისი"-ის ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1951 წელს, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, იძულებული გახდა გასცლოდა ხუან პერონის მმართველობის ქვეშ მოქცეულ არგენტინას და პარიზში ეპოვა ნავსაყუდელი. საფრანგეთში იუნესკოს დამოუკიდებელ თარჯიმნად მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა თავისი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის დაეთმო დრო და ემოგზაურა. 1953 იქორწინა აურორა ბერნარდესზე და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. მნიშვნელოვანია მის მიერ შეტანილი წვლილი ამ სფეროში. ედგარ ალან პოს კორტასარისეული თარგმანი საუკეთესოდ არის მიჩნეული. მისი ყველაზე აღიარებული ნაშრომია "კლასობანა" ("Rayuela"), წიგნის წაკითხვა შეიძლება ავტორის მიერ შემოთავაზებული თავების ნუსხის ან თქვენი ნება-სურვილის მიხედვით.

სიცოცხლის ბოლომდე გატაცებული იყო კრივითა და მუსიკით, განსაკუთრებით ჯაზით. 1984 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია მონპარნასის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Record #118522272 // Integrated Authority File შემოწმებული აპრილი 27 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Record #118522272 // Integrated Authority File შემოწმებული დეკემბერი 31 2014:
  4. ამ ფაქტს უარყოფს მონტეს-ბრედლი მის ახალ ბიოფრაფიულ ნაშრომში "უწვერული კორტასარი" ("Cortázar sin barba"). მისი მტკიცებით ხულიოს მამა არ იყო არგენტინის დიპლომატიური მისიის წევრი და იგი ბელგიაში სავაჭრო მიზნებით იმყოფებოდა