დორიან გრეის პორტრეტი
დორიან გრეის პორტრეტი | |
---|---|
![]() | |
სრული სათაური |
დორიან გრეის პორტრეტი The Picture of Dorian Gray |
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ოსკარ უაილდი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
გამოცემულია | 1890 |
„დორიან გრეის პორტრეტი“ (ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“, 1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით.
მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:
„ | ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს! | “ |
გრეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი.
დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.
საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რომანი ეკრანიზებულია 25-ჯერ.
- ეს რომანი დაიწერა სამ კვირაში.
- არსებობს დაავადება „დორიან გრეის სინდრომი“ — ახალგაზრდობის კულტი, ფიზიკური დაბერების შიში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1890 წლის გამოცემის ასლი & კრიტიკული ვერსია ვიქტორიას უნივერსიტეტში
- The Picture of Dorian Gray ონლაინ კითხვა ბიბლიომანიის საიტზე.
- „The Picture of Dorian Gray (13-chapter version)“ — Project Gutenberg-ზე
- „The Picture of Dorian Gray (20-chapter version)“ — Project Gutenberg-ზე
- Audioversion at LibriVox
- The Picture of Dorian Gray study guide, themes, quotes, literary devices, character analyses, teacher resources